in

პოსტერი, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ — BLOOMIN8

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, რომელი პოსტერი განათავსოთ ოთახში, ახლა მარტივ გამოსავალს შემოგთავაზებთ — BLOOMIN8 მსოფლიოში პირველი ჭკვიანი ფერადი E-Ink ტილოა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იგი ნებისმიერ დროს შეცვალოთ ზუსტად ისე, როგორც ტელეფონზე ცვლით ფონებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი ფოტო იქნება, კატის თუ და ვინჩის…

ამგვარად, თუ მალევე გბეზრდებათ კედელზე ჩამოკიდებული სურათები, BLOOMIN8-ით ამ პრობლემასაც გაუმკლავდებით. ნებისმიერ დროს დააყენებთ სასურველ გამოსახულებას და ამგვარად, ზუსტად იმ პოსტერად ჩამოყალიბდება, რომელიც არასდროს მოგბეზრდებათ. 

მართალია, E-Ink ეკრანები აქამდეც გამოიყენებოდა, მაგრამ თუ ჩვეულებრივ Kindle-ის პლანშეტებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ფერებში შეზღუდული იყო. ახლა კი BLOOMIN8 ფერთა სრულ სპექტრს გთავაზობთ, რითაც ციფრულ ხელოვნების ნიმუშებს ჩვეულებრივ პოსტერად აქცევს. ეს კი Spectra 6 E-Ink-ის დამსახურებაა, რომელიც შესანიშნავ 200ppi რეზოლუციას გვთავაზობს, 30:1 კონტრასტის თანაფარდობით. 

ჩარჩო იმდენად მინიმალისტურია, რომ მარტივად შეუხამებთ ნებისმიერ ინტერიერს. მეტიც, IKEA RÖDALM-ის ჩარჩოებთან თავსებადობასაც გპირდებათ… არც ზომაა პრობლემა, რადგან სამი არჩევანი გაქვთ: პატარა (7,3”), საშუალო (13,3”) და დიდი (28,5”). რაც შეეხება ბატარეას, ენერგიას ისე ნელა მოიხმარს, რომ ერთჯერადი დამუხტვის შემდეგ, 3-4 წელი შეუძლია იმუშაოს.

BLOOMIN8-ზე სურათების ატვირთვას ადგილობრივად შეძლებთ, SD ბარათი აქვს, რომლითაც მასალების შენახვას და შემდგომ E-Ink-ის ეკრანზე ნახვას მოახერხებთ. თუმცა, თუ აპლიკაცია გირჩევნიათ, არც ესაა პრობლემა, ჩვეულებრივ გააზიარებთ სურათებს თქვენი გალერეიდან. მეტიც, AI სურათების გენერირებაც რომ მოგინდეთ, აპლიკაცია უფასო GenAI ფუნქციებს შემოგთავაზებთ, თუმცა, ეს უკვე ონლაინ შეიქმნება და არა, მოწყობილობაშივე. 

დაბოლოს, ერთსაც გეტყვით, BLOOMIN8 პოსტერების გარდა, ეკრანის ვიჯეტად გადაქცევას გთავაზობთ ამინდისთვის, კალენდრისთვის ან გასაკეთებელი საქმეების სიის შესადგენად. 

შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, ფასი კი 167$-ია.

PLUS გათამაშება დაიწყო – მოიგეთ 100, 1 000 და 10 000 ლარი

„მოტივაცია მოდის იმ შედეგიდან, რომელიც ადამიანებზე ახდენს გავლენას“- დენის ზარუბინი და ანა ქურდაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრები