in

შიში, რომ ვიღაც გიყურებს – ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციების სერია ონლაინ გამოცემაში “Colossal” მოხვდა

Blooming Eyes – ასე ჰქვია გრაფიკოსი დიზაინერის ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციების სერიას. ნამუშევრების შექმნა ანანომ 2018 წელს დაიწყო. ილუსტრაციები გამოხატავს შიშს, რომ ვიღაც გიყურებს და შფოთვას, რაც სოციალური მედიის ზემოქმედებითაა გამოწვეული. სწორედ ამიტომ, თვალები, ანანო მიმინოშვილის ნამუშევრებში ჩნდება მოულოდნელად, თუმცა ბუნებრივად. ილუსტრაციების სერიამ ანანოს, შემდეგ, ამავე თემატიკის ნაქარგებისა და პლასტენილინის ხელნაკეთობის შექმნა შთააგონა.

ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნული ნამუშევრები ონლაინ გამოცემაში Colossal მოხვდა, რაც საკმაოდ სასიხარულოა. ვებგვერდი წლებია, მკითხველებს მსოფლიო მასშტაბით აცნობს ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებულ სიახლეებს.

წარმოგიდგენთ ანანოს ნამუშევრებს:

ტელეგრაფ თბილისი

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო მოიზიდა

The Simpsons-ში ვირუსული პანდემიაც იწინასწარმეტყველეს