დღეს სრულიად საქართველო ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადება. ეს იგრძნობა ყველგან, ფიზიკურ თუ ციფრულ სამყაროში, ქუჩაში უცნობი ადამიანების საუბრებიდან დაწყებული, ბილბორდებით დამთავრებული… რადგან დღეს „გამარჯვება არის მიზანი“.
ქართველი გულშემატკივარი, როგორც ყოველთვის, დღესაც ერთხმად და ერთი მიზნით უდგას მხარში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. დღეს თითოეული ადამიანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ძალაა ჩვენი გუნდისთვის.
ერის სულისკვეთებას აქტიურად უერთდებიან ბრენდები სხვადასხვა მხარდამჭერი კამპანიებით. ვნახეთ არაერთი გამორჩეული ნამუშევარი. ნახევარფინალამდე ნაკრების მხარდასაჭერ აქტივობებში დეველოპერული კომპანია ბლოქსიც აქტიურად ჩაერთო და გუნდსა თუ გულშემატკივრებს თითოეული თამაშის წინ გამარჯვებისა და შემართებისკენ მოუწოდა.
თამაშების წინ საქართველოს მასშტაბით ყველა გარე ეკრანზე უწყვეტ რეჟიმში ერთი მესიჯი ტრიალებს – „გამარჯვება არის მიზანი“, რაც თითოეული მოქალაქის საერთო სათქმელს გამოხატავს.
„ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დღეებში, როცა ყველა ერთიანდება, რა თქმა უნდა, ჩვენც დიდი მონდომებითა და მხარდაჭერით შევუერთდით საერთო მიზანს, რათა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა საბრძოლო შემართება და მეტი მოტივაცია შეგვექმნა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის, ვინაიდან „გამარჯვება არის მიზანი“!“ — „ბლოქსის“ გუნდი.
[პარტნიორის კონტენტი]