ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია, თუმცა საამისო მიზეზი მხოლოდ ბრჭყვიალა მორთულობები და საჩუქრების მოლოდინი როდია. დღესასწაულზე ვისვენებთ ყველა – უფროსები სამსახურებისგან, ბავშვები სკოლებისგან; საშუალება გვაქვს, რამდენიმე დღით ჩავსხდეთ სახლში, მეტი დრო დავუთმოთ ოჯახის წევრებს, მათთან ერთად ვიმხიარულოთ, ვუყუროთ საახალწლო ფილმებს და მაქსიმალურად კარგად დავისვენოთ.
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი” ამ წინასაახალწლოდ სწორედ აღნიშნულ თემას გამოეხმაურა და ახალი ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ვიდეოში, სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, გადმოცემულია ის სიმშვიდე და კომფორტი, რომელიც ახალ წელს სახლში ყოფნას ახლავს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათი მომხმარებლები ის ადამიანები არიან, რომლებსაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ და ბევრს შრომობენ, ამიტომ მათთვის სახლში რამდენიმე დღის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის ფუფუნება ხშირად არ ეძლევათ.
შესაბამისად, ბლოქსმა გადაწყვიტა, თავისი მომხმარებლისთვის ახალი წელი ორიგინალურად მიელოცა და ეთქვა – „სახლში ყოფნას გილოცავთ”!
Client: Blox
Agency: ADvan/ედვენი
Art Director: Anano Dodelia
Account Manager: Ketevan Jaoshvili
Copywriter: Ano Prangishvili
DOP: Demetre Sumbadze
1st AD: Sophie Kikvilashvili
Producer: Tako Varamashvili
Costume Designer: Ana Pailodze
Assistant of Costume Designer: Ketato Nikoladze
Production designer: Keta Pailodze, Taso Pkhaladze
Make-up & hair: Ana Gadelia
Casting Manager: Nanuka Sioridze
Casting Manager assistant: Elene Abjandadze
Location Manager: Sophie Kikvilashvili
Photographer: Niko mdinaradze
Grip & Lightning: JagaGrip
Graphic Designer: Iko Iakobidze
Post Production:
Editing: Luka kakabadze
Color_grading: Luka kakabadze
[R]