in

ლურჯი ჩიპის აქციები, როგორც ინვესტირების ერთ-ერთი პოპულარული საშუალება

ამ რუბრიკის წინა ეპიზოდებში ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ. ზოგადად, გვინდა, ეს საკითხები ზედაპირულად კი არა, სიღრმისეულად გაგაცნოთ. ამიტომ, დღეს, ისევ აქციების ტიპებს დავუბრუნდებით და ლურჯი ჩიპის აქციებზე (Blue-Chip Stocks) გიამბობთ, რომლის  რაობა და მნიშვნელობა უკვე მიმოვიხილეთ, მაგრამ ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით ამ ფასიან ქაღალდებზე.

galt & taggart
galt & taggart

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლურჯი ჩიპის აქციებს, საქმიან წრეებში, ინვესტიციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ – ამ ფასიან ქაღალდებს, როგორც წესი, ინდუსტრიის ლიდერი ბრენდები წარმოადგენენ, დროს რომ გაუძლეს და ფინანსური სიმყარე, თუ  კარგი რეპუტაცია დააგროვეს. შესაბამისად, მომხმარებლებისა და აქციონერების პატივისცემა, დაფასება, მათი ყურადღება დაიმსახურეს. როგორც წესი, ასეთი აქციები, აბსოლუტურ მოგებას არ უზრუნველყოფს, მაგრამ მათი სტაბილურობა, გადამწყვეტია ხოლმე იმ ინვესტორებისთვის, ვისაც რისკი არ უყვარს.

ლურჯი ჩიპის აქციების გამომშვები კომპანიები ხშირად და რეგულარულად იხდიან დივიდენდებს, ცხადია, საკუთარი სოლიდური, საიმედო ბიზნეს მოდელის დამსახურებით.  ეს ფასიანი ქაღალდები, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მიმზიდველ მოგებას ტოვებს. ალბათ, ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდივიდუალური აქციები საფონდო ბირჟაზე.

Blue-Chip Stocks არის კაპიტალის წილი ისეთ კომპანიებში, რომლებიც შემდეგ პარამეტრებს აკმაყოფილებენ:

  • არიან ინდუსტრიის ლიდერები, ძალიან მყარი და სანდო ბიზნესმოდელით
  • აქვთ ძლიერი რეპუტაცია, მომხმარებლებსა და აქციონერებს შორის
  • გრძელვადიან პერსპექტივაში, მოგების დიდი ისტორია გააჩნიათ
  • აქციონერებს უხდიან დივიდენდებს, რომლებსაც რეგულარულად ზრდიან

ლურჯი ჩიპის აქციონერი კომპანიები 

შესაძლოა, ფინანსურ საკითხებში ვერ ერკვეოდეთ და არც ინვესტიციების გაინტერესებდეთ, მაგრამ ლურჯი ჩიპის აქციების მფლობელი კომპანიების უმეტესობა თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია. მათი სერვისები და პროდუქტები, მთელს მსოფლიოში, მილიარდობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მაგალითად:

Apple (NASDAQ:AAPL) მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფაქტობრივად, პიონერი იყო ამ სფეროში. ბრენდის აღმავლობა 1980-იან წლებში, ინოვაციური Macintosh-ის კომპიუტერების გამოშვებით დაიწყო. ამას მოჰყვა, 2001 წელს,  პორტატიული „მედიაპლეერები“ და კიდევ უფრო დიდი წარმატება. iPhone-მ, iPad-მა და Apple Watch-მა, საერთოდ, 21-ე საუკუნის განუყრელ პროდუქტად იქცა. კომპანიამ, მთელს მსოფლიოში, მილიონობით მომხმარებლის გული დაიპყრო და ფაქტობრივად, შეუცვლელი გახდა. დღეს,  Apple, მათთვის, მხოლოდ საყვარელი ბრენდი კი არა, მთელი ცხოვრების ფილოსოფიაა. კომპანია, რეგულარულად იღებს მოგებას თავისი სერვისებიდან, რომლებშიც შედის: iTunes, App Store, სტრიმინგ და სატელევიზიო ბიზნესი. 2018 წელს, Apple-ს ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონი დოლარი იყო, 2020 წელს კი, ამ მაჩვენებელმა, 2 ტრილიონს მიაღწია. ბრენდი ზრდას, დღემდე, განაგრძობს.

Berkshire Hathaway (NYSE:BRK.A) (NYSE:BRK.B) სადაზღვევო ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ხაზის კომერციულ თუ პერსონალურ დაზღვევას სთავაზობს, შვილობილი კომპანიების, GEICO-სა და Gen Re-ს  დახმარებით. Berkshire ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ბიზნესებს ფლობს, Dairy Quee-თა და Fruit of the Loom-ით დაწყებული, სარკინიგზო გიგანტის თუ მისი კომუნალური კომპანია Berkshire Hathaway Energy-ით დამთავრებული. Berkshire Hathaway-ს მფლობელი უორენ ბაფეტი მოგების რეკორდული მაჩვენებლით, ისტორიაში კარგა ხანია შევიდა. ამ ჯგუფს, მსოფლიო ბაზარზე, სანდო, უსაფრთხო და დაცული ბიზნესის რეპუტაცია აქვს.

Coca-Cola (NYSE:KO) გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერია.  საუკუნეზე მეტია, ამ გლობალურმა იმპერიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, დროსთან ერთად და მისი მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალოს. დღეს ის პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს – სპორტული სასმელები, მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები იმ მომხმარებლებისთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. CoCa-CoLa მზარდი დივიდენდებითაც გამოირჩევა – ბრენდმა დივიდენდების ყოველწლიური მატება 1960-ანი წლებიდან დაიწყო, რისი დამსახურებითაც მისი აქციები ბაზარზე 10 ყველაზე მსხვილი დივიდენდის აქციებს შორისაა.

Johnson & Johnson  (NYSE:JNJ) მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი სამომხმარებლო პროდუქტებით, მაგალითად, საბავშვო შამპუნებით და Tylenol-ის ტკივილგამაყუჩებელი აბებით. განსაკუთრებით დიდია მისი წილი სამედიცინო აღჭურვილობის ბაზარზე – ბრენდი იმ დანადგარებსა და აპარატურას უშვებს, რომლებიც მედპერსონალს სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებას უადვილებს. ბოლო თვეებში, Johnson & Johnson-ის სახელიც და მნიშვნელობაც კიდევ უფრო გაიზარდა, როცა კომპანიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინა შექმნა. ეს ბრენდი, ინოვაციური მედიკამენტებითა და აღჭურვილობით, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ცვლის.

Walt Disney-მ (NYSE:DIS), ანიმაციის სფეროში, ფაქტობრივად ინოვაციური გარღვევა მოახდინა და უდიდესი ეპოქა შექმნა. ის მედიასა და გასართობ ინდუსტრიაში, მე-20 საუკუნის დასაწყისიდანვე იქცა მსოფლიო გიგანტად. კომპანიის კინოსტუდიები მთელი ჰოლივუდის მამოძრავებელი ძალაა. Walt Disney ასევე ავითარებს სატელევიზიო ბიზნეს, რომელიც მოიცავს ისეთ აქტივებს, როგორებიცაა: სამაუწყებლო ქსელი ABC და სპორტული ფრანჩიზა ESPN. კომპანიას დიდი გავლენა აქვს ტურიზმის ინდუსტრიაზეც, მისი თემატური პარკები და საკრუიზო ლაინერები ამ სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ამას ემატება რითეილ მაღაზიების ფართო ქსელი. Walt Disney, უბრალოდ, დიდ ხელოვნებას ფლობს, როგორც შეეხოს საკუთარი მომხმარებლების ცხოვრებას სხვადასხვა მიმართულებიდან.

ბუნებრივია, ლურჯი ჩიპის აქციებისა და მათი მფლობელი კომპანიების რიცხვი საკმაოდ დიდია. ახლა კიდევ 20 ისეთ ბრენდს წარმოგიდგენთ, რომლების შესახებაც ასევე გსმენიათ და მათ პროდუქციასა თუ სერვისს, შესაძლოა, თავადაც იყენებდეთ. ესენია:

  • AT&T
  • AbbVie
  • 3M
  • Lockheed Martin
  • Enbridge
  • Procter & Gamble
  • JPMorgan Chase & Co.
  • Walmart
  • Microsoft
  • Caterpillar
  • UnitedHealth Group
  • Starbucks
  • Cisco Systems
  • Boeing
  • McDonald’s
  • Home Depot
  • Verizon Communications
  • Merck
  • Intel
  • Goldman Sachs Group

შეჯამების სახით კი გეტყვით, რომ ლურჯი ჩიპის აქციებში ფულის ჩადება გამოცდილ თუ დამწყებ ინვესტორებს ერთნაირად იზიდავს. ამ ფასიანი ქაღალდების გამომტანი ბრენდების პროდუქტებსა და სერვისებს ხომ ყველა იცნობს. რაც მეტი იციან კომპანიისა თუ მისი საქმიანობის შესახებ, როგორც წესი, უფრო მარტივი და მოსახერხებელია იქ ინვესტიციის ჩადება. ინვესტორები ხედავენ ლურჯი ჩიპის აქციების დადებით მხარეებს, მაგალითად, იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთ კომპანიებს, შეუძლიათ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდნენ და კონკურენტები უკან მოიტოვონ.

 


 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

მოდი, აღვადგინოთ! – VVINE-ის კამპანია

ციფრული ხელოვნების პროექტი QUÈTU “ცხოვრების ფრაგმენტების” შესახებ