გრაფიკული დიზაინი ერთგვარ წესრიგს და ვიზუალურ ორგანიზებას ეხება. ჯაზი კი, განსაკუთრებით თავისუფალი ფორმის, სრულიად საპირისპიროა: ენერგიითა და სიცოცხლით სავსე, თუმცა ყველაფერი მიზანმიმართულია.
ასე რომ, როდესაც ლეგენდარული Blue Note Jazz Club-მა კოქტეილების ბრენდთან (Wandering Barman) პარტნიორობით შექმნა ახალი საფირმო სასმელი, საინტერესო ვიზუალური იდენტობა ვიხილეთ.
„გამიზნული ქაოსი“
1981 წლიდან Blue Note ნიუ-იორკის კულტურულ დაწესებულებად იქცა და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ კლუბად რჩება მსოფლიოში. მისი ვიზუალური მიმართულება კი ჯახის გამორჩეული ესთეტიკის დემონსტრირებისკენაა მიმართული, რაც ძირითადად ლეგენდარული მუსიკოსების ფოტოების ბრენდინგში ჩართვით გამოიხატება. „ჩვენი დიზაინერული აღქმა გამიზნული ქაოსისკენაა მიმართული, რათა ყველაფერი მეტად ეკლექტური და მრავალფეროვანი გავხადოთ“.
ავთენტურობა და ბალანსი
სასმლის ვიზუალური იდენტობის შექმნისას ერთ-ერთ მთავარ მიზანს ორივე ბრენდის ავთენტურობის წარმოჩენა წარმოადგენდა. მასში მნიშვნელოვანი ელემენტები გამოკვეთილი და დაბალანსებული უნდა ყოფილიყო, როგორც ერთიანი იდენტობის ნაწილი.
ამისათვის დიზაინერებმა Blue Note-ის არქივში შენახული ფოტოების ასლები გამოიყენეს და საკუთარი ხელებით დაჭრეს კოლაჟების შესაქმნელად. შედეგად კი მიიღეს ბოთლი, რომელიც გაჯერებულია მხიარული ენერგიით და ჯაზ კლუბის პრესტიჟულ ისტორიასაც ასახავს, როგორც კულტურული დაწესებულების.
„კონცეფცია ორივე ბრენდს ეხმიანება, ის მოულოდნელობებითა და მხატვრულობითაა გაჯერებული. ყოველი კოლაჟის ორი განსხვავებული სურათით იქმნება, ერთ აბსტრაქტულ, მაგრამ მელოდიურ კომპოზიციაში გაერთიანებით“, — ამბობენ კრეატიული სააგენტო Team-ის დიზაინერები, რომელთაც შეფუთვის ვიზუალურ იდენტობაზე იმუშავეს.