in

Blue Origin კომერციული კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს!

კომპანია Sierra Space-სთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტს

Blue Origin-ს უფრო გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს, ვიდრე უბრალოდ კოსმოსური ტურიზმია. კოსმოსურმა კომპანიამ, რომელიც ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, განაცხადა, რომ საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე მუშაობს.

როგორც გვპირდებიან, სადგური, სახელად Orbital Reef ერთგვარი ინდუსტრიული და კომერციული ცენტრი იქნება, რომელიც ათწლეულის მეორე ნახევარში დაიწყებს ოპერირებას. კომპანია Sierra Space-სთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ცნობილია თავისი Dream Chaser კოსმოსური ხომალდით, რომელიც 2022 წელს ამოქმედდება და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაწვდის ტვირთს.

ასევე, Orbital Reef-ს მხარს უჭერენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Boeing, Redwire Space, Genesis Engineering Solutions და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯეფ ბეზოსი იმედოვნებს, რომ ბოინგის Starliner-ისა და Dream Chaser-ის მომსახურებას ტვირთებისა და მგზავრების კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად გამოიყენებს.

“ორბიტალური რიფი” შეგვიძლია, ერთგვარ ბიზნეს პარკად წარმოვიდგინოთ, რომელიც კოსმოსურ სივრცეში იქნება განთავსებული. კომპანიის პრესრელიზში ითქვა, რომ დანიშნულების ადგილი “კვლევით, ინდუსტრიულ, საერთაშორისო და კომერციულ მომხმარებლებს შესთავაზებს საჭირო, კონკურენტუნარიან მომსახურებას – მათ შორის, კოსმოსურ ტრანსპორტირებას და ლოჯისტიკას.

“გამოცდილ კოსმოსურ სააგენტოების, მაღალტექნოლოგიური კონსორციუმების, სუვერენულ ქვეყნების, მედია და ტურისტული კომპანიების, დაფინანსებული მეწარმეების, დაფინანსებული გამომგონებლებისა და მომავალზე ორიენტირებულ ინვესტორების ადგილი ორბიტალურ რიფზეა” – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

Blue Origin-მა განაცხადა, რომ ორბიტალური რიფი  ერთდროულად10-მდე ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი – ანუ, თითქმის იმდენისთვის, რამდენიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა დასაშვები. იგი ადამიანზე ორიენტირებული კოსმოსური არქიტექტურით იქნება აღჭურვილი. ამასთან, სადგურს ღია სისტემა ექნება, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს მისცემს მისი გამოყენების საშუალებას.

“სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ორბიტაზე კოსმოსურ ფრენებს და საცხოვრებლებს ავითარებდნენ, რამაც კომერციული ბიზნესის დაწყების საშუალება ამ ათწლეულში მოგვცა. ჩვენ გავაფართოებთ ხელმისაწვდომობას, შევამცირებთ ხარჯებს და უზრუნველვყოფთ ყველა სერვისსა თუ კეთილმოწყობას, რომელიც კოსმოსური მოგზაურობის ნორმალიზებისთვის არის საჭირო. დედამიწის დაბალ ორბიტაზე ენერგიული ბიზნეს ეკოსისტემა გაიზრდება, მისი არსებობა ხელს შეუწყობს ახალ აღმოჩენებს, ახალ პროდუქტებს და გლობალურ ცნობიერებას” – ამბობს ბრენტ შერვუდი, Blue Origin-ის პროგრამების განვითარების ვიცე-პრეზიდენტი.

სალომე ჯანაშვილმა, Kia ევროპის კრეატიული იდეების კონკურსში, 43 ქვეყანას შორის გაიმარჯვა

30-31 ოქტომბერს „ექსპოჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo გაიმართება!