in

Blue Origin-მა 90 წლის კაცი კოსმოსში გაუშვა!

Blue Origin-მა წარმატებით დაასრულა თავისი NS-25 მისია და ასე ეკიპაჟის ფრენებიც აღადგინა, რაც ბოლო 2 წელში მივიწყებული ჰქონდათ… მისიის ფარგლებში ეკიპაჟის 6 წევრი კოსმოსში გაგზავნეს, მათ შორისაა არტისტი და ყოფილი საჰაერო ძალების კაპიტანი ედ დუაიტი — 1961 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ქვეყნის პირველ შავკანიან ასტრონავტობის კანდიდატად აირჩია, თუმცა იგი კოსმოსში ამ დრომდე არ ყოფილა. 

M2
M2

ვფიქრობ, Blue Origin-ით კოსმოსში წასვლის მთელი იდეა მომხიბვლელი ბოლო თავი იყო. მე ნამდვილად მინდა ამის გაკეთება, რადგან თოთოეული ადამიანი, რომელიც იქ ხვდება, სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას იძენს ამ პატარა ადგილის შესახებ, — აცხადებს დუაიტი.

რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, აქ გვხვდებიან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი და მეწარმე კენ ჰესი, ყოფილი ბუღალტერი კეროლ შალერი, Brasserie Mont Blanc-ის დამფუძნებელი სილვეინ ჩირონი, ავიატორი გოპი თოტაკურა და მეისონ ენჯელი Industrious Ventures-დან:

აქ შეგახსენებთ, რომ ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებულმა კერძო კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა გაშვება მას შემდეგ გააჩერა, რაც 2022 წლის აგვისტოში NS-22 მისია შეფერხდა… ხოლო ახალ გაშვებამდე Federal Aviation Administration-მა New Shepard-ში 21 შესწორება შეიტანა. რაკეტა მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში ამოქმედდა და 33 ტვირთი წაიღო კოსმოსში.

ახლა კი, როგორც NS-25-ის სახელი გვთავაზობს, ეს New Shepard-ის 25-ე მისიაა, ხოლო ეკიპაჟის მქონე რიგით მეშვიდე მისიას წარმოადგენს. ამგვარად, გუშინდელი გაფრენით Blue Origin-მა კოსმოსში ჯამში 37 ადამიანი გადაიყვანა და ისინი უკვე წარმატებითაც დააბრუნა დედამიწაზე. 

შეცვალე მომავალი – „ლიდერ კრედიტის“ სოციალური პროექტი

Spotlight Tech: გაიგეთ, რა გელით „ვაიბერის“ ვორქშოპზე