Blue Origin-მა ისტორიული ფრენა წარმატებით დაასრულა და ექვსი ქალი, რომელთა შორისაც პოპვარსკვლავი კეტი პერიც გახლდათ, კოსმოსიდან დააბრუნა. თუმცა, ეს მხოლოდ ტურისტული მოგზაურობა არ გახლდათ, ადამიანის ცნობისმოყვარეობისა და დედამიწის საზღვრებს მიღმა გასვლაც იყო. მხოლოდ კეტი პერისა და Blue Origin-ის ამბიციებს კი არ ჰფენდა ნათელს, არამედ კაცობრიობის არაჩვეულებრიობისკენ სწრაფვას ასახავდა. ამ ამბავმა შეგვახსენა, რომ ვარსკვლავები მხოლოდ მეცნიერებისთვის კი არა, მეოცნებეებისთვის, ხელოვანებისა და ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაცაა, რომელთაც სამყაროს საიდუმლოებებს სურთ, ეზიარონ.
ახლა კი შეგიძლიათ, თავადვე ნახოთ, კადრები კოსმოსიდან და საოცარი ემოციები, რომლებიც ჯერ ვარსკვლავებისკენ გაფრენას, შემდეგ კი სახლში დაბრუნებას ახლდა თან:
Blue Origin-ის ისტორიული მისიის შესახებ უფრო მეტს ამ ლინკზე გაიგებთ.