ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ მზის პანელები ძალიან კარგი და რეალური ვარიანტია წიაღისეულ საწვავზე მსოფლიოს დამოკიდებულების შესამცირებლად. თუმცა ცოტა პარადოქსულად ჟღერს ის ფაქტი, რომ მზის პანელების დამზადება ნახშირბადის ემისიებთან არის დაკავშირებული. Blue Origin, ჯეფ ბეზოსის კოსმოსის კვლევის კომპანია კი ფიქრობს, რომ გამოსავალი მთვარეში იმალება…
კომპანია Blue Alchemist-ის ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ფოტოელექტრული პანელების შესაქმნელად მხოლოდ მთვარის მასალებს მიმართავს. ამ პროცესში ე. წ. მთვარის მტვერი დნება და მეორეულ პროდუქტს მზის უჯრედებად გადააქცევს. ამისთვის, უპირველესად Blue Origin-მა მთვარის მტვრის მსგავსი მასალა შექმნა მანამ, სანამ ააგებდა რეაქტორს, რათა დამდნარი მასისგან რკინა, სილიკონი და ალუმინი ეწარმოებინა. ჟანგბადის გამოშვებით კი ისინი მთვარეზე დასახლების გეგმების სრულყოფაშიც შეიძლება დაგვეხმაროს…
ხოლო, იმის გამო, რომ მხოლოდ მზის სინათლე გამოიყენება მიღებული სილიკონის გასაწმენდად, 99.999%-ზე მეტ სისუფთავესაც კი ვიღებთ. ეს ნაერთები მზის უჯრედებად რომ გადაიქცეს, გამდნარი ნაერთისგან მიღებული პროდუქტები მინის საფარის შესაქმნელადაც გამოიყენება, რომელსაც შეუძლია დაიცვას ფოტოელექტრული უჯრედები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ალუმინი კი აქ მავთულის სახით გამოიყენება.
გამოდის, Blue Alchemist ჩვენთვის ქმნის შესაძლებლობას, მზის უჯრედების ეკომეგობრული ვარიანტი შევქმნათ და უფრო მეტიც, მთვარეზე ცხოვრების ოცნებაც ავისრულოთ…