ბედის ირონიაა, მაგრამ — CrowdStrike —კიბერუსაფრთხოების გიგანტი, რომელიც ცნობილია დაცვის შეუღწევადი სისტემით, გლობალური ტექნიკური გაუმართაობის ეპიცენტრში მოგვევლინა. ერთი შეხედვით უვნებელი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, ციფრულ აპოკალიფსში გადაიზარდა და აისახა ყველაფერზე, ავიაკომპანიებიდან დაწყებული ჯანდაცვის სერვისებით დამთავრებული.
ტექსასში დაფუძნებული კომპანია მისთვის ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაუმართავმა განახლებამ „სიკვდილის ლურჯი ეკრანის“ გამოჩენა გამოიწვია მოწყობილობებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჰგავდა საშინელებათა ფილმს, რომელშიც თავად ანტივირუსული პროგრამა ციფრულ პოლტერგეისტად გადაიქცა.
CrowdStrike მალევე გაერკვა სიტუაციაში და შეუდგა გამოსწორებას. კომპანია ამჟამად განახლების უკან დაბრუნების პროცესშია. ხანდახან ასეც ხდება — კიბერუსაფრთხოების კომპანიამაც კი, შესაძლოა, შემთხვევით გლობალური ტექნიკური გათიშვა გამოიწვიოს. თუმცა ინტერნეტმომხმარებლები შეცდომებს იშვიათად „პატიობენ“ — უცბად აიტაცებენ ხოლმე თემას და სახალისო კონტენტად აქცევენ. რამდენიმე მათგანს აქვე გაგიზიარებთ: