in

ბლუ უოთერსმა ბიოგამწმენდი დანადგარების ექსპორტი დაიწყო

ბლუ უოთერსი, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, როგორც წამყვანი კომპანია წყლის ფილტრაციისა და წმენდის სფეროში, ახალ ეტაპზე გადადის – კომპანიამ დაიწყო ბიოგამწმენდი დანადგარების ექსპორტი, კერძოდ – სომხეთში, ესპანეთში და მოლდოვაში.

კომპანია კომპლექსურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს წყლის ფილტრაციისა და გაწმენდის სამი ძირითადი მიმართულებით: საკანალიზაციო წყლის გადამუშავება, ინდუსტრიული მასების გადამუშავება და სასმელი წყლის ფილტრაცია.

საექსპორტო ბაზრები და სტრატეგია

ბლუ უოთერსის მენეჯმენტმა ბიოგამწმენდი დანადგარების ექსპორტი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. კომპანიამ საქართველოში უკვე განახორციელა 880-ზე მეტი პროექტი და 2,600-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებლის ნდობაც მოიპოვა.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე ბლუ უოთერსმა პროდუქცია 3 ქვეყანაში – სომხეთში, ესპანეთსა და მოლდოვაში გაიტანა. მომავალში გეგმავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გაფართოებას, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.

საექსპორტო პროდუქცია

Biobox Premium

მეოთხე თაობის ბიოგამწმენდი დანადგარი, რომელიც წარმოადგენს ბლუ უოთერსის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს. მისი უპირატესობები:

  • ექსპლუატაციის სიმარტივე – არ საჭიროებს ასენიზატორის მუდმივ მომსახურებას
  • მუშაობს ხმაურის გარეშე და არ აქვს სუნი
  • 70 წლიანი საექსპლუატაციო ვადა
  • 10 წლიანი საგარანტიო ვადა კარკასზე
  • უმაღლესი ხარისხის პირველადი პოლიპროპილენის მასალა
  • ფართო სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი (+40-დან -40 გრადუსამდე)
  • 98%-იანი გაწმენდის ეფექტურობა
  • სწრაფი და მარტივი მონტაჟი 1 დღეში

Biobox Standard

მეორე თაობის საუკეთესო დანადგარი, რომელიც წარმოადგენს შუალედურ ვარიანტს ფასისა და ფუნქციონალის მიხედვით:

  • დამზადებულია ახალი/პირველადი, დაბალი წნევის პოლიეთილენისგან ან პოლიპროპილენისგან
  • აღჭურვილია აერაციული ელემენტებით და 100%-ით ახშობს სუნს
  • 98%-იანი ფილტრაციის დონე
  • ასენიზატორის მომსახურებას საჭიროებს 1-3 წელიწადში ერთხელ
  • 70-წლიანი საექსპლუატაციო ვადა

Biobox Eco

ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ოპტიმალურ ბალანსს ფასსა და ხარისხს შორის:

  • დამზადებულია პირველადი, დაბალი წნევის პოლიეთილენისგან ან პოლიპროპილენისგან
  • აერაციული ელემენტებით აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სუნის სრულ ნეიტრალიზაციას
  • 70%-იანი ფილტრაციის დონე
  • არ საჭიროებს ბაქტერიების დამატებას

ექსპორტის მნიშვნელობა და პერსპექტივები

ბლუ უოთერსის ბიოგამწმენდი დანადგარების ექსპორტზე გატანა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ საქართველოში წარმოებული ეკოლოგიური პროდუქციის საერთაშორისო აღიარებისთვის. საექსპორტო ბაზრებზე გასვლით კომპანია ხელს უწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და საერთაშორისო დონეზე ამკვიდრებს საქართველოს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების მწარმოებელ ქვეყანას.

„ჩვენი პროდუქციის ექსპორტით ვაჩვენებთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი შეიძლება იყოს ინოვაციური, მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე”,აცხადებს ბლუ უოთერსის თანადამფუძნებელი არჩილ ლურსმანაშვილი.

ბლუ უოთერსის ბიოგამწმენდი დანადგარები განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის, სადაც:

  • ცენტრალური საკანალიზაციო სისტემები არ არის სრულად განვითარებული
  • გარემოს დაცვა და ეკოლოგიური საკითხები პრიორიტეტულია
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება მთიან და სოფლის ტიპის დასახლებებში
  • წყლის რესურსების დაცვა და ეფექტური გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ბიოგამწმენდი დანადგარების გამოყენება სამიზნე ქვეყნებში ხელს შეუწყობს წყლის რესურსების დაცვას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

სამომავლო გეგმები

ბლუ უოთერსი გეგმავს საექსპორტო ბაზრების შემდგომ გაფართოებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებას, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებზე. კომპანია ასევე აპირებს საერთაშორისო პარტნიორების ქსელის გაფართოებას და ადგილობრივი წარმომადგენლობების დაარსებას ძირითად საექსპორტო ქვეყნებში.

კომპანია თავისი ძირითადი ფასეულობების ერთგული რჩება – ეკოლოგია, ინოვაცია, ხარისხი და სიმარტივე – როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

[პარტნიორის კონტენტი]

H&M-მა მატილდა გვარლიანის „ციფრული ტყუპისცალი“ შექმნა —  AI ექსპერიმენტი

31 პოსტი და დაკვირვება Linkedin-ზე