გაზაფხულს მრავალი თბილი ემოცია მოაქვს და ჩვენში უნიკალურ განწყობას აღვიძებს. სწორედ ეს ემოციები იქცა ბლუტაბლას უახლესი სუფრა „იასამნის“ შთაგონებად. თუმცა მისი შექმნის ისტორია ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო და საინტერესოდ განვითარდა.
ყველაფერი დაიწყო იდეით, რომ შექმნილიყო დიზაინი, რომელიც გაზაფხულის სილამაზეს და მასთან დაკავშირებულ გრძნობებს ერთიანად დაიტევდა და ჯერ თითოეულ მომხმარებლამდე მიაღწევდა, შემდეგ კი, მათ ოჯახებშიც შეიტანდა. როგორც ბლუტაბლას ახალი ვიდეორგოლიდან ვიგებთ, ამ მიზნის განხორციელება შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა; აღწერილია ის დიდი გზაც, რომელსაც სუფრა „იასამანი,“ სხვა კოლექციების მსგავსად, ჩანახატიდან წარმოებამდე გადის.
ბლუტაბლამ მისი სახასიათო ნიშა შეინარჩუნა და კიდევ ერთ სუფრაზე გააერთიანა ქართული დიზაინი და პოეზია. ქართული პოეზია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სუფრა „იასამნის“ შექმნის პროცესში. მიზანი იყო სუფრის კიდევ უფრო მკაფიოდ ამეტყველება – როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსობრივად. ეს იდეა სიტყვებად აქცია ქართველმა გენიალურმა პოეტმა, ბესიკ ხარანაულმა, რომელმაც სპეციალურად ბლუტაბლასთვის შექმნა ფრაზები იასამანზე.
ეს ფრაზები სუფრა „იასამანზე“ ისე არის დატანილი, რომ მომხმარებელმა მისი აწყობა და ლექსად ქცევა თავადვე შეძლოს. ლექსი გადმოსცემს ზუსტად იმ ემოციებს, რომლებსაც სუფრა ერთი შეხედვისთანავე გამოხატავს – ეს ფრაზები და არსებული დიზაინი ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. ამ ყველაფრის ერთიანობამ კი შექმნა სუფრა „იასამანი“, სწორედ ისეთი სახით, როგორითაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული:
„იასამანი სამანია ოცნებას და ცხოვრებას შორის.
იასამნის მტევნები ვარსკვლავებია.
გაზაფხულია იასამანი, სიყვარულიც გაზაფხულია.
იასამანს ერთხელ დაყნოსავ და მერე სულ გახსოვს.
იასამანი ჩახჩახა ვარსკვლავიანი ციდანაა ჩამოფრენილი.
იასამანი სამანია ცუდს და კარგს შორის – სულისმოსათქმელი.
იასამანი მე მაგონებს პირველ სიყვარულს.
იასამანი, სამანია ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
ქალის სახეზე სიხარულის ცრემლები რომ გამჭვირვალდება, იასამნის მარცვლებს მაგონებს.
იასამნის სუნი იასამნის სულია, ადამიანს იწვევს სიწმინდეში.
იასამანი მარადი ქალწულია.
იასამნის სურნელს სიტყვით ვერ შეამკობ, დატკბი იმით, რაც იასამანია.
ყველაზე უფრო იასამანს არ უყვარს ჭკნობა.
იასამანი ერთი თვე ყვავის, ადამიანს კი მთელი ცხოვრება უდგას ფანჯარასთან”.
[პარტნიორის კონტენტი]