„ონლაინ“ პლატფორმების პოპულარობა, მსოფლიოში და ბუნებრივია, საქართველოშიც ისედაც სწრაფად იზრდებოდა, პანდემიამ ეს ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა. ახლა, როცა რაღაცის ყიდვა გვსურს, ვცდილობთ, ყველაფერი დისტანციურად გავაკეთოთ – „ონლაინ“ შევიძინოთ და ადგილზე მიტანის მომსახურებით ვისარგებლოთ. თუ ამ ნივთს გასინჯვა და მორგება არ სჭირდება, საქმე კიდევ უფრო მარტივადაა. უბრალოდ ვირჩევთ სასურველ პროდუქტს, ვიხდით ბარათით და ველოდებით კურიერის. როცა ელ. კომერციაზე მოთხოვნა ასე იზრდება, უკვე არსებული კომპანიები ცდილობენ, სწრაფად „გადაეწყონ“ და მომხმარებელს შესაბამისი მომსახურება შესთავაზონ. ბაზარზე ჩნდება ახალი პლატფორმებიც. მათ შორისაა თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი Blush, რომელიც მომხმარებელს წამყვან ქართულ და უცხოურ ბრენდებს სთავაზობს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინი ხარშილაძე ამბობს, ძალიან რთული იყო იმ დადებითი თუ უარყოფითი მხარეების სრულად შეფასება, რაც პანდემიის დროს პლატფორმის დაარსებას მოჰყვებოდა. მისი თქმით, ნელ-ნელა ცხოვრების ახალი რიტმი ყალიბდება და თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალბების პირველი ქართული პლატფორმა „ბლაში“ მზადაა, ამ მოცემულობაში, მომხმარებელს, მასზე მორგებული, სწრაფი და კომფორტული სერვისი შესთავაზოს.
ნინი ხარშილაძე: სფეროს აქტუალობიდან და მის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დავინახეთ პლატფორმის შექმნის აუცილებლობა. Blush.ge-ის „გაშვებიდან“ ძალიან მცირე დროა გასული და სიამაყით გეტყვით, რომ შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე, პლატფორმის წინსვლასა და სრულყოფაზე დაუღალავად შრომობს ჩვენი კრეატიული და მოტივირებული გუნდი, რომლის დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა წარმოადგენს „ბლაშის“ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას.
ვისთვის არის Blush.ge და რას სთავაზობს პლატფორმა მომხმარებელს?
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ხარისხიანი, ცხოველებზე დაუტესტავი, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური კომპონენტებით შექმნილი სხვადახვა ბრენდის პროდუქცია შევთავაზოთ. „ბლაშის“ მომხმარებელი არის ნებისმიერი ასაკის, ინტერესის თუ გამოცდილების მქონე ქალი, რომლისთვისაც მაკიაჟი თუ თავის მოვლის რუტინა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. Blush დაეხმარება მას, შეიძინოს სასურველი თავის მოვლის ან კოსმეტიკური საშუალება, მიიღოს რჩევა, გაიცნოს და შეიყვაროს მისთვის ახალი პროდუქტი. „ბლაში“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილებზე და სთავაზობს მას კომფორტულ და გემოვნებიან პლატფორმას, რომელიც „ონლაინ“ შოპინგს არა მხოლოდ მარტივი შესყიდვის საშუალებად, არამედ სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ჩვენ, შეძენილ პროდუქციას, სწრაფი და კომფორტული საკურიერო მომსახურებით ვაწვდით მომხმარებელს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც ცნობილია, ახლა სპეციალური აქციაც გაქვთ. . .
Blush.ge და ertguli.ge პლატფორმების თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებას ყველა წარმოდგენილ პროდუქტზე. ასევე პლატფორმა აძლევს მომხმარებელს საშუალებას, დააგროვოს 6%-მდე „ერთგულის“ ქულები ან დახარჯოს ისინი მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტის შესაძენად. დამატებით, „ბლაში“ მუდმივად შესთავაზებს მომხმარებლებს ბევრ სასიამოვნო აქციას, გათამაშებას თუ სიახლეს და უზრუნველყოფს საკურიერო მომსახურებას თბილისის მასშტაბით უფასოდ.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
სამომავლოდ, „ბლაში“ მომხმარებლებს ხარისხიანი და ცნობილი ბრენდების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბრენდების მიმართულება. პლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია ადგილობრივი წარმოების, ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა: „საპოვნელა“, „ეიფორია“, „კაშკაში“, „ევოლი“, „ბანოვანი“, „ბიოსიო“ და „პიელ ნატურალსი“. ყველა ბრენდი გამოირჩევა ინდივიდუალური და სახასიათო პროდუქციის ხაზით. თუმცა, მათ აერთიანებთ პროდუქტის ხარისხი, ნატურალური ინგრედიენტები და სიჯანსაღე, რაც „ბლაშის“ ბრენდის შინაარსისა და პრინციპებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.
[R]