in

Blush Lab Diamonds – მათთვის, ვინც ნამდვილ ბრილიანტზე ოცნებობს

ამბობენ, რომ ბრილიანტი ქალის საუკეთესო მეგობარია. იშვიათად იპოვით ადამიანს, ვისაც ამ ძვირფასი თვლის სილამაზე და სიკაშკაშე თვალს არ წყვეტს. განსაკუთრებული მახასიათებლების გამო ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კრისტალებს შორისაა და საიუველირო სფეროში აქტიურად გამოიყენება. სამკაულები, რომლებიც ბრილიანტისგან მზადდება, გამორჩეულად ლამაზი და დახვეწილია.

Blush Lab Diamonds ოქროსა და ლაბორატორიული ბრილიანტის ნიდერლანდური ბრენდია, რომელიც უკვე არაერთი წელიწადია, სამკაულების პიონერულ კოლექციას წარმოგიდგენთ. ბრენდის მისიაა, შექმნას უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, სამკაულია. მისი მიზანია, საუკეთესო მოგონებების შემოთავაზება, რომლებიც სამუდამოდ რჩება ჩვენს ცხოვრებაში.

Blush Lab Diamonds-ის ლაბორატორია

ბრილიანტის სამკაულები, რომლებიც BLUSH-ის კოლექციებშია, ლაბორატორიაში საგულდაგულოდ იქმნება. აქ ის იმ პროცესს გადის, რომელიც ბრილიანტის ბუნებრივი წარმოქმნის მსგავსია. მაღალი წნევისა და ტემპერატურის ფონზე, ქიმიურად, ფიზიკურად თუ ოპტიკურად, ახალი კრისტალები იქმნება, რომლებიც ბუნებრივის იდენტურია. ამ პროცესის გავლის შედეგად, Blush Lab Diamonds-ის ბრილიანტები მდგრადი და მაღალხარისხიანია.

რა უნდა ვიცოდეთ ლაბორატორიაში გამოყვანილ ბრილიანტებზე

ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტები იმავე თვისებებით ხასიათდება, რითაც ბუნებრივი. სწორ პირობებში ის ისეთვე მყარი, ბრწყინვალე და გამჭვირვალეა, როგორიც ბუნებრივად მოპოვებული ალმასი. 

შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები ლაბორატორიის ბრილიანტებს ერთხმად აღიარებენ ნამდვილ ბრილიანტად და ამბობენ, რომ მათ შორის ერთადერთი განსხვავება წარმოშობის ადგილია – ერთი ლაბორატორიაშია წარმოებული, მეორე კი მიწაში, ბუნებრივ გარემოში.

გარდა იმისა, რომ ლაბორატორიის გზით გამოყვანილი ბრილიანტი ბუნებრივს უტოლდება მდგრადობით, სილამაზითა და ყველა სხვა მახასიათებლით, ის შედარებით ხელმისაწვდომიც არის. ამიტომ მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ნამდვილი ბრილიანტი მისაღებ ფასად შეიძინოს.

შეიძლება ბევრს აბნევს სიტყვა „ლაბორატორია”, თუმცა დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ მიკროსკოპის ქვეშ გადამოწმების დროსაც კი, ვერ გაარჩევთ ბუნებრივ ბრილიანტს ლაბორატორიული ვარიანტისაგან. ერთადერთი, რასაც ამ ორს შორის სხვაობის დანახვა შეუძლია, სპეციალიზებული აღჭურვილობაა.

Blush Lab Diamonds-ის ხარისხი

ახლა, როცა უკვე ვიცით რას ნიშნავს ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტი, იმასაც გეტყვით, რომ Blush Lab Diamonds უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს, რომელიც G-SI სტანდარტს იყენებს. თითოეულ პროდუქტს, რომელსაც ეს ბრენდი უშვებს, მოჰყვება ხარისხის მაჩვენებელი სერტიფიკატი. აქ ბრილიანტები ხელით მუშავდება და უზადოდაა გაპრიალებული. მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ არცერთი ბრილიანტი არ არის ზუსტად ერთნაირი, რაც თითოეულ სამკაულს პერსონალიზებულსა და უნიკალურს ხდის.

გარდა იმისა, რომ ბრენდის ბრილიანტები საუკეთესო პირობებში იქმნება, სამკაულების საბოლოო ფორმის მისაღებად, Blush Lab Diamonds 100%-ით სერტიფიცირებულ, რეციკლირებულ 14-კარატიან ოქროს იყენებს, რითაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს თავის ერთგულებას მდგრადობისადმი. 

სად შეიძლება შეიძინოთ Blush Lab Diamonds-ის კოლექცია?

თუ გსურთ, თქვენც ეზიაროთ ფუფუნების, ხარისხისა და ელეგანტურობის კომბინაციას, რომელიც თანამედროვე სტილსაც აერთიანებს, მიმართეთ TI’ME Georgia-ს. ამ ეტაპზე ექსკლუზიურად მხოლოდ მის გალერეაში შეიძლება Blush Lab Diamonds-ის კოლექციის შეძენა, რადგან ის ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

[R]

iOS 18 ოფიციალურად ჩაეშვა — რა სიახლეებს გვთავაზობს Apple?

ნუ გადაყრი, ჩააბარე გადასამუშავებლად! – გახსენი ეკო სეზონი ალტაში