კინოსამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა, კანის ფესტივალი 14 მაისს დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით გრძელდება. BMW უკვე რამდენიმე წელია, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ოფიციალურ პარტნიორად გვევლინება. გამონაკლისი არც 2024 წელია.
ბრენდმა ისარგებლა შემთხვევით და სწორედ ფესტივალზე წარმოადგინა პირველად BMW XM Mystique Allure, სპეციალური გამოშვების ეფექტური სპორტული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის HYBRID წამყვანი სისტემით. მანქანაში გაერთიანებულია: ფუფუნება, სპორტულობა, ექსტრავაგანტური დიზაინი და ტექნოლოგია. აღსანიშნავია, რომ მისი შექმნის შთაგონების წყარო სუპერმოდელი ნაომი კემპბელი გახდა. მანქანას საკუთარი საუნდტრეკიც კი აქვს, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა კომპოზიტორმა, ჰანს ზიმერმა შექმნა.
BMW XM Mystique Allure არის BMW-სა და Naomi Campbell-ის თანამშრომლობის უახლესი პროდუქტი. პარტნიორობა შარშან, “Dare to be You” კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ამ შთამბეჭდავი მსოფლიო პრემიერით დაგვირგვინდა.
ცოტა რამ თავად BMW XM Mystique Allure-ის შესახებ
BMW XM Mystique Allure არის პირველი მანქანა ბრენდის ისტორიაში, რომელიც შექმნილია მაღალი მოდის ინდუსტრიის მასალების გამოყენებით. მანქანას საკმაოდ ექსტროვერტული ექსტერიერი აქვს, რომელიც ერთმანეთთან ახვედრებს მაღალი მოდის, წარმადობისა და პროგრესული ფუფუნების უნიკალურ სურათს, რომელიც გრძელდება ინტერიერში. მანქანის შიგნით არსებული ყველა ზედაპირი, უკანა M Lounge-ის ჩათვლით, დაფარულია მეწამული ფერის ხავერდით.
BMW XM Mystique Allure-ის გაბედულ ესთეტიკას მისი აკუსტიკაც უსვამს ხაზს. მის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია BMW IconicSounds Electric-ის შეკვეთილი ადაპტაცია, რომელიც შეიქმნა BMW Group Sound Design-ისა და კინოკომპოზიტორ ჰანს ზიმერის კოლაბორაციით.
M HYBRID წამყვანი სისტემის სრულიად ელექტრო მუშაობის რეჟიმში, ამაჩქარებლის ყოველ მოძრაობას ახლავს ემოციურად მიმზიდველი ხმა, რომელიც მანქანას კიდევ უფრო ავთენტურსა და გამორჩეულს ხდის.
BMW, როგორც კანის კინოფესტივალის ერთგული პარტნიორი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი წელი არ არის, როცა BMW კანის კინოფესტივალს გვერდში უდგას. მათი პარტნიორობა სამი წლის წინ წარმატებულად დაიწყო და ისევ ასეთივე ენთუზიაზმით გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ეძლევა, გაეცნოს ბრენდის ექსკლუზიურ პროდუქტებს და იხილოს BMW-ს პრეზენტაციები.
მაგალითისთვის, გასულ 2023 წელს ბრენდმა წარმოადგინა BMW Films-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “The Calm” და ასევე, 200-ზე მეტი სრულად ელექტრო ავტომობილის არჩევანი. კიდევ ერთი ექსკლუზიური პროექტი იყო THE ICON, ინოვაციური წყლის ხომალდი.
როგორც თავად BMW-ს წარმომადგენლები აცხადებენ, კანის კინოფესტივალის მიზანია, იყოს მუდმივად ინოვაციური, ახალგაზრდული, მომხიბვლელი და ციფრული, რაც მას საუკეთესო პლატფორმად აქცევს BMW-ს პროდუქტების წარმოსაჩენად, რომლებიც ყველა ამ კომპონენტს აერთიანებს.
საინტერესო იყო ბრენდის პრეზენტაცია 2022 წელსაც. წითელ ხალიჩაზე ის ახალი BMW i7-ით წარდგა, რომელიც მოწინავე დიზაინისა და ტექნოლოგიების სინთეზია. გარდა ამისა, მან 163 ელექტრომანქანით უზრუნველყო ფესტივალი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფესტივალის ორგანიზატორებმა ელექტრომობილებზე დიდი მოთხოვნა შენიშნეს. შესაბამისად, BMW-ს ჩართულობაც ამის ერთგვარი პასუხი იყო.
BMW არის საკულტო ბრენდი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ძალიან ბევრ ფილმშია წარმოდგენილი. ბევრ რამეში ერთმანეთს ემთხვევა ამ ბრენდისა და კანის ფესტივალის ხედვაც, ამიტომ ისინი ყოველ წელს საინტერესო და შთამბეჭდავ თანამშრომლობას გვთავაზობენ.
რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.