BMW თავისი მეორადი ავტომობილების რეკლამირებისთვის ძალიან სახალისო სარეკლამო კამპანიას გვთავაზობს, რომელიც სააგენტო KBS-მა მოამზადა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა “მეორადი” საზოგადოებაში არც თუ ისე დიდ აღფრთოვანებას იწვევს ხოლმე, BMW-ს სერტიფიცირებული და შემოწმებული ავტომობილები სრულიად სხვა შემთხვევაა. ამ ფაქტს ბრენდის სამი ახალი 30 წამიანი ვიდეოც ნათლად მოწმობს. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებშიც კი კომპანიის თუნდაც მეორადი ავტომობილების ცდუნება იმდენად მაღალია, რომ მძღოლის სავარძლის დათმობა ძალიან რთულია.
https://www.youtube.com/watch?v=OAsTaOIeius
https://www.youtube.com/watch?v=6ETXiMZMyY0
https://www.youtube.com/watch?time_continue=27&v=WpC2djFgv8U










