in

BMW ახალ ბაზარს ითვისებს

BMW, ელექტრო ავტომობილების შემდეგ, მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს – ბრენდი, არც მეტი არც ნაკლები, ელექტრო თვითგორიას, ე.წ. სამაკატი უშვებს. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, მისი ფასი $890 იქნება.

მანქანების მწარმოებელი გერმანული ბრენდი, პროექტზე Bird Rides Inc. და LimeBike-თან ერთად მუშაობს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ელექტრო თვითგორია პრემიუმ კლასის მომხამრებელზეა გათვლილი. მისი წონა 9 კილო იქნება. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდიდან გაიყიდება BMW-ს ახალი პროდუქტი.

მზის ენერგიაზე მომუშავე ეკოდამტენები და უფასო WiFi „სილქნეტისგან“

როგორია გასეირნება Uber-ის წყალქვეშა ტაქსით?