in

BMW-ს მომავლის ხედვა – კომპანიამ ელექტრო სკუტერი წარადგინა!

ის ურბანული ჯუნგლებისთვის იდეალური ტრანსპორტია

veon
veon

ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ BMW-მ ელექტრო სკუტერის პირველი სამომხმარებლო ვერსია CE 04 წარადგინა. სკუტერი ურბანული ჯუნგლებისთვის იდეალური ტრანსპორტია – იგი რევოლუციური დიზაინითა და გლუვი, ფუტურისტული ვიზუალით გამოირჩევა.

CE 04-ს თავისი 42 ცხენის ძალის მქონე ძრავით 2.6 წამში 50კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 120კმ/სთ-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საავტომობილო გზებთანაც თავსებადია. ამასთან, სკუტერის ელემენტის სიმძლავრე 8.9 კვტ/სთ-ია, რაც ტრანსპორტს ერთ სრულ დამუხტვაზე 130 კილომეტრის დაფარვის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება სკუტერის დიზაინს, ის ნამდვილად ყურადღების ცენტრში რჩება. როგორც კომპანია აღწერს, ეს არის “მომავალზე ორიენტირებული” გადაწყვეტა. ამას განაპირობებს ე. წ. მცურავი სავარძელი, რომელიც სკუტერს ავანგარდულ სტილს სძენს. ასევე, საჭის სახელურის თავზე განთავსებული 10.25 ინჩიანი ეკრანი, რომელიც მძღოლს მგზავრობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ამცნობს  – თანაც, მასში სანავიგაციო სისტემაა ორიენტირებული.

საგულისხმოა ისიც, რომ სკუტერს უსაფრთხოების გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნია, მათ შორის, სტაბილურობის ავტომატური კონტროლი, უახლესი თაობის დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭებისა და ძლიერი LED განათების სისტემა.

ფუტურისტული CE 04 ხელმისაწვდომი 2022 წლიდან იქნება და მისი ღირებულება 11 795 აშშ დოლარს მიაღწევს.

White Powder® Hard Seltzer – გაზირებული, ალკოჰოლური სასმელი ხილის არომატით

როცა „ზუსტად იქ ხარ, სადაც გჭირდება ყოფნა“ – რესტორანი „გრაფიკა“