როგორც ჩანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კარგად აქვთ გაცნობიერებული მდგრადი ტრანსპორტის საჭიროება. ამაზე ელექტრო მანქანების შესყიდვებიც ზრდაც მოწმობს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დატენვის მომსახურების მიღებაა, რომელიც რაც უფრო ახლოა, მით უფრო პრაქტიკულს ხდის მიღებულ გადაწყვეტილებას.
BMW-მაც შეაბიჯა ფეხი ელექტრომანქანების ბაზარზე და იცოდა, რომ ადამიანებისთვის ელექტროსადგურების მდებარეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ სტრატეგიული სვლა შემოგვთავაზეს — ელექტრომობილები 300-ზე მეტ სადგურზე გადაიღეს დუბაიში და სურათები Google Maps-ის შეფასებებში დაამატეს თითოეულ ლოკაციაზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყოველ ჯერზე როცა მომხმარებელი ახლომდებარე ელექტრო სადგურს აღმოაჩენდა, BMW-ს მოჰკრავდა თვალს.
ყველაფერი გენიალური რომ მარტივია, ზუსტად ამას შეგვახსენებენ. ამ ინიციატივის სისრულეში მოსაყვანად მხოლოდ 3 BMW და 1 სმარტფონი დასჭირდათ, რასაც მანქანის ინტერიერის 360-გრადუსიანი ხედიც დაამატეს და QR კოდებიც, რომლებიც მნახველს ტესტ დრაივის მოთხოვნის საშუალებას აძლევდა.
შედეგებიც შთამბეჭდავი გამოდგა — Google Maps-ში სურათებმა 2 მილიონი ორგანული ნახვა დააგროვა, ტესტ დრაივებმა 400%-იანი ზრდა განიცადა. მედია დაფარვამ კი 2.2 მილიონს მიაღწია.
BMW-ის iJack (case study)-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტოებმა Serviceplan-მა და Serviceplan Middle East-მა იმუშავა.