ბრენდის სულ ახალ კამპანიაში რვაფეხა წყალქვეშ შესანიშნავად ასრულებს ვალსს, რაც მისი ცენტრალური ნერვული სისტემის დამსახურებაა. BMW კი ამ უკანასკნელმა იმიტომ დააინტერესა, რომ მისი ახალი ცენტრალური საკონტროლო ერთეულის მეტაფორად მიიჩნევს… ინოვაციური საკონტროლო კომპიუტერი ბრენდმა პირველად აპრილში გაგვაცნო BMW Heart of Joy-ის სახელით, ახლა კი მის უნიკალურ შესაძლებლობებს Octowaltz-ის სახელით წარგვიდგენს.
რვაფეხას დეცენტრალიზებული ნერვული სისტემა საშუალებას აძლევს, სხეულის ინდივიდუალური ნაწილები დამოუკიდებლად, მაგრამ კოორდინირებულად ამოძრაოს ზუსტად ისე, როგორც ამას მანქანები აკეთებს, როცა აჩქარება, დამუხრუჭება თუ სხვა ქმედებები ცალკეული ერთეულებით კონტროლდება. მაგრამ, რა მოხდება რვაფეხას თავისი ენერგიის ერთი ცენტრალური ნერვული სისტემით გადაცემა რომ შეეძლოს ზუსტად ისე, როგორც ამას BMW-ის Heart of Joy აკეთებს?! შედეგი თავად ნახეთ:
BMW-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Jung von Matt-მა იმუშავა.