in

BMW-ს ახალ კონცეფციაში მანქანას ნებისმიერი ფერის მიღება შეუძლია

თუ მანქანის ყიდვისას ფერის შერჩევაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, ან სწრაფად გბეზრდებათ, ალბათ, მალე BMW ამ პრობლემას მოგიგვარებთ — Consumer Electronics Show-ზე მანქანების კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ უპასუხებს იგი მომავალში მძღოლის განწყობებს, თანაც, საკუთარ ხასიათზე დაყრდნობით…

ორივე მანქანა i Vision Dee-ს კონცეფციას წარმოადგენს. ერთ-ერთ მათგანის კორპუსს კი ფერის შეცვლაც შეუძლია. 

მართალია, BMW-მ ფერების შეცვლის კონცეფცია გამოფენაზე გასულ წელსაც წარადგინა, მაგრამ იგი მხოლოდ ნაცრისფრის რამდენიმე ტონს ცვლიდა. წელს კი ეს მკვეთრად გაუმჯობესდა და მას უკვე ნებისმიერი ფერის მიღება შეუძლია, მანქანის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ფერიც შეიძლება ჰქონდეს. აქ ბორბლებიც კი იცვლის ფერს.

რაც შეეხება მეორე კონცეფციას, იგი ეხებოდა იმას, თუ როგორ ურთიერთობენ მგზავრები და მძღოლები მანქანასთან. ეს მხოლოდ მანქანის შიდა ნაწილს არ მოიცავს, მის გარე ნაწილზე არსებულ ფარებს ისე შეუძლია შეცვლა, რომ სახის გამომეტყველება მიიღოს. ამგვარად, მანქანა განსხვავებულ ხასიათსა და რეაქციებს ამჟღავნებს, როგორიცაა დათანხმება, ბედნიერება და აღფრთოვანება. 

BMW მონაცემებს თქვენი თვალთახედვის არეშიც აქცევს ისე, რომ მისი მართვისას სხვაგან გახედვა არ დაგჭირდეთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია… 

მეტიც, მანქანასა და გვერდით არსებულ ფანჯრებზე სურათების ჩასმაა შესაძლებელი. მაგალითად, მძღოლს შეუძლია აირჩიოს ციფრული ავატარი. ყველაფრის კონტროლი კი ჩვეულებრივ ე. წ. სლაიდერის საშუალებით ხდება. თუმცა ეს ფიზიკური კი არა, BMW-ს თქმით, Mixed Reality Slider-ია. მისი დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია ფანჯრებისთვის 5 განსხვავებული დონის ციფრული კონტენტი აირჩიოს. ეს დონეები ძირითადი ინფორმაციებიდან აუგმენტურ რეალობამდე მერყეობს, რაც მანქანის გარეთ არსებულ სივრცეს უკავშირდება.

საინტერესოა ისიც, რომ i Vision Dee სედანია და არა, SUV, როგორც გასული წლის CES კონცეფცია, რადგან სედანი რჩება, როგორც BMW ბრენდის ძირითადი ნაწილი

აშშ-ში ფუტკრების გადასარჩენად ვაქცინას გამოიყენებენ

რა გავითვალისწინოთ SEO-ს კუთხით, ციფრული კონტენტის შექმნისას?