5
Jun
2019

BMW-სა და Jaguar Land Rover-ის კოლაბორაცია

5 Jun 2019

BMW და Jaguar Land Rover ელექტრო ავტომობილების ნაწილებს ერთად გამოუშვებენ – კომპანიების კოლაბორაციაზე გამოცემა Reuters წერს.

ორი ბრენდი გადაცემათა კოლოფების, ელექტო სისტემბისა და ძრავების ერთდ წარმოებას იწყებს.

„ ასე გვაქვს შესაძლებლობა, უფრო ეფექტურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები, ამასთან, შევამციროთ წარმოების დრო და უფრო სწრაფად გამოვუშვათ ბაზარზე ელექტრომობილები“, – ამბობს BMW-ს ბორდის წევრი კლაუს ფროლიხი.

კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთო წარმოებისა და საჭირო მასალების ერთად შესყიდვით, მნიშვნელოვნად შეამცირებენ ხარჯებს. ახალი ნაწილების დასამზადებლად, ორივე ბრენდი, საკუთარ ინფრასტრუქტურასა და საწარმოებს გამოიყენებს.

„ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ არაჩვეულებრივი ელექტომობილების შექმნა შეგვიძლია. ახლა დროა, შევქმნათ მასშტაბური ტექნოლოგიები მომდევნო თაობის ავტომობილებისთვის“, – ამბობს Jaguar Land Rover-ის ტექნიკური დირექტორი ნიკ როჯერსი.

 

განხილვა