BMW მოტოსპორტის სარბოლო განყოფილების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 1972 წლის M ბრენდის ლოგოს, 2022 წელს, ახალ მანქანებზე გამოიყენებს.

ბავარიული ლურჯი, შავი და თეთრი ფერების გარდა, M ემბლემა წითელისა და იისფერისგან შედგება. 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, BMW-ს ლოგო ძველი ფერების ნახევარწრეებითაა გარშემორტყმული.

ეს ფერები პირველად სარბოლო მანქანებზე 1973 წელს გამოისახა, ახლა კი აშშ-ში, ახალი, მაღალი ხარისხის M მოდელების წინ და უკან მხარეს, ასევე ბორბლების დისკებზეც იქნება გამოსახული, მათ შორის ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა BMW M3, M4 და X3.

ლოგო კონკრეტულ მოდელებს 2022 წლის იანვრიდან დაემატება.
BMW M მოდელების გამოშვების გარდა, 50 წლის იუბილესთვის, სწორედ „სტილის განმსაზღვრელ 50 ფერს“ გამოუშვებს, ისეთ ტონებში, როგორებიცაა: Dakar Yellow, Fire Orange, Daytona Violet, Macao Blue, lmola Red და Frozen Marina Bay Blue.













