19
Feb
2019

BMW-ის ამ რეკლამას “ოსკარის” დაჯილდოებაზე აჩვენებენ

19 Feb 2019

Elit Electronics


BMW-მ კინემატოგრაფიული ვიდეორგოლი გამოუშვა. ესაა ამბავი ლეგენდარულ ავტოპილოტ მაკლანდენზე, რომელსაც სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა უხდება. ის მითიურ არსებებსაც კი უმკლავდება BMW X7-ის დახმარებით. ვიდეორგოლის ტექსტს პოეტურად ახმოვანებს მსახიობი კრის პაინი. ხოლო კადრები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება, რეკლამის ლირიკულ ნაწილს თანამედროვე ეშხს სძენს. თუმცა, ყველაფერი გასაგები ხდება, როდესაც მითიური მძღოლი, მაკლანდენი, აღმოჩნდება დედა, რომელსაც შვილები უბრალოდ სკოლიდან გამოყავს. რეკლამას 2019 წლის “ოსკარის” ცერემონიალზე აჩვენებენ.

 

 

განხილვა