in

GT MOTORS-მა საქართველოში BMW-ს ექსკლუზიური მოდელი, M5 CS შემოიყვანა

GT MOTORS, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ჰოლდინგი, სექტემბრის დასაწყისში BMW-ს და Mini-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა და პირველი BMW, რომელიც კომპანიამ უკვე შემოიყვანა ბაზარზე, არის ლიმიტირებული M5 CS.

ეს სიახლე განსაკუთრებულია, რადგან აღნიშნული მოდელი წარმოებულია ლიმიტირებული რაოდენობით და მსოფლიო მასშტაბით მისი მხოლოდ 1000 ერთეული არსებობს. საქართველოში კი GT Motors-მა 9 ერთეული შემოიყვანა, რაც ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს ექსკლუზიური მოდელი, BMW-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი ბიზნეს სედანია.

ასევე აღსანიშნავია, რომ GT Motors არის BMW-ს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალური პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ, პირველი ავტომობილი გაყიდა ლიმიტირებული სერიიდან. კომპანია საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს შემდეგ წამყვან საავტომობილო ბრენდებს: Jaguar, Land Rover, Suzuki, BMW, MINI. ხოლო ამერიკულ გიგანტს, ფორდს, ჯი-თი მოტორსი ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანში.

აღსანიშნავია, რომ GT Motors მრავალ სიახლეს გეგმავს ავტომოყვარულებისთვის, მათ შორისაა კომპანიის მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი სხვა ავტობრენდების საიუბილეო ლიმიტირებული ერთეულების შემოყვანა და ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდების BMW-სა და Mini-ს შოურუმის გახსნაც.

[R]

როგორ ხვდება ტყვია გარემოში და როგორ დავიცვათ მისგან თავი

შესაძლოა, „ნახტომი წამის“ პრაქტიკა გაუქმდეს