in ,

დამუხრუჭების მანძილი იზრდება! – გვაფრთხილებს BMW–ს მოძრავი ბილბორდი

Winter is Coming! BMW-მ ზამთრისთვის მზადება დაიწყო და მომხმარებელს ორიგინალურად შეახსენა, რომ ცივი სეზონი ახლოვდება. ამ რეკლამისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, მოძრავი ბილბორდი შეიქმნა.

თვალსაჩინოებისთვის, შუქნიშანთან დამონტაჟებული ბილბორდი წითელ შუქზე რამდენიმე მეტრით უკან იხევს. მძღოლები და მგზავრები მხოლოდ ამის მერე აკვირდებიან წარწერას, რომ დამუხრუჭების მანძილი მოყინულ გზაზე მეტია, მითუმეტეს, საზაფხულო საბურავებით. ბუნებრივია, ეს შეხსენება მხოლოდ BMW–ს მარკის ავტომობილებისთვის არაა. დროა, ჩვენც გავითავლისწინოთ ეს რჩევა, მითუმეტეს, რომ ცივ და ნალექიან ზამთარს გვპირდებიან.

 

რეკლამაზე სააგენტო  AIR–მა იმუშავა.

Eurobest-ის ლოკალური გამარჯვებულები ცნობილია! Windfor’s და Redberry საქართველოს სახელით იბრძოლებენ!

ამ ინსტალაციამ 26.7 მლნ დოლარის შემოწირულობა მიიღო – IKEA–ს ექსპერიმენტი ლტოლვილთა დასახმარებლად