BMW-მ ლოგო შეცვალა. ეს სიმბოლოს პირველი განახლებაა, ბოლო 23 წლის მანძილზე. ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობა მოდელ Concept i4-თან ერთად გამოჩნდა. ბრტყელი დიზაინი ლოგოს ფუტურისტულ იერსახეს აძლევს.
ახალ ლოგოს გამჭვირვალე დიზაინი აქვს და კლასიკური შავი რკალის გარეშეა წარმოდგენილი. 3D და მანათობელი ეფექტებიც აღარსად ჩანს. სიმბოლო მინიმალისტურია, ხოლო მისი ტრადიციული სტრუქტურა შენარჩუნებული: წრე, თეთრი და ლურჯი ფერებით, რომელიც კომპანიის მშობლიურ მხარეს – ბავარიასა და პროპელერს გამოხატავს.
ბრენდისთვის, ასეთი თამამი ნაბიჯი – 103 წლიანი ისტორიის მქონე ლოგოს განახლება, ნიშნავს მის სწრაფვას, ციფრულ ეპოქაში მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი.