2
Apr
2019

როგორ შეაშინა BMW-მ მოჩვენება?

2 Apr 2019

Elit Electronics


BMW-მ “ჰორორის” ჟანრის რეკლამა გამოუშვა. ღამით, უღრან ტყეში მოძრავ ავტომობილს თავს მოჩვენება ესხმის, თუმცა, სიუჟეტი სრულიად მოულოდნელად ტრიალდება. კამპანია BMW-მ უპილოტო ავტომობილების რეკლამირებისთვის წამოიწყო. კონცერნი აქტიურად ცდის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას. “საშიში არაფერია” – ნათქვამია რეკლამაში, მათ გასაგონად, ვინც ახალ ტექნოლოგიებს სიფრთხილით ეკიდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2021 წლისთვის, გამოუშვებენ მოდელს, რომელიც “გარკვეულ შემთხვევებში” მძღოლს სრულად მოდუნების საშუალებას მისცემს.

განხილვა