13
Aug
2019

რას აღნიშნავს BMW-ის ლოგო სინამდვილეში?

13 Aug 2019

დავიწყოთ იმით, რომ BMW-ის ლოგოს არაფერი აქვს საერთო აეროპლანის პროპელერებთან. ეს არის მხოლოდ მითი, რომლისაც ლოგოების სიყვარულით შეპყრობილ ადამიანებსაც კი სჯეროდათ. გერმანულმა ავტომწარმოებელმა, ცოტა ხნის წინ, გამოაქვეყნა ბლოგი, სადაც ლოგოს Roundel წარმოშობის ამბავზე გვიამბო.

როდესაც BMW (იგივე Bayerische Motoren Werke, ანუ, ინგლისურად Bavarian Motor Works) კომპანიად დარეგისტრირდა, 1917 წელს, მას არ გააჩნდა ლოგო. ამიტომ, BMW-მ უბრალოდ აიღო პირვანდელი კომპანიის Rapp Motorenwerke GmbH ვიზუალური იდენტობა, ჩასვა ახალ ფერთა გამაში, მაგრამ შეინარჩუნა მრგვალი ფორმა და შავი წრე.

ბრენდის წარმოშობიდან გამომდინარე, ემბლემის დეტალები ბავარიის სიმბოლოდან აიღეს და რაკი სახელმწიფო გერბის გამოყენება კანონით აკრძალული იყო, ლოგოს მხოლოდ ფერები მოარგეს.

მბრუნავი პროპელერის ამბავი კი ამ რეკლამას უკავშირდება, რომელიც 1929 წელს შეიქმნა. პრინტი ავტომწარმოებლის ლოგოს გამოხატავდა, რაკი კომპანიამ, იმ დროისათვის, საავიაციო ძრავის წარმოება დაიწყო. პროპელერის ინტერპრეტაცია, იმ დროისთვის, ძალიან კარგად აისახა ახალგაზრდა კომპანიის იმიჯზე. ერთი მხრივ, ის კომპანიის ფესვებზე ამახვილებდა ყურადღებას, მეორე მხრივ კი, ავიაწარმოებაზე.

მსოფლიო ტყუილში 90 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და არც BMW-ს უცდია ამ მითის გაქარწყლება. ახლა, როცა უკვე ყველაფერი ნათელია, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ სურათზე ნახოთ, როგორ იცვლებოდა BWM-ის ლოგო წლების განმავლობაში.

 

განხილვა