საადღესასწაულო სიურპრიზები, როგორც წესი, სასიამოვნოა ხოლმე, თუმცა ზოგჯერ არასწორმა კონტექსტმა შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენოს. სწორედ ასეთ სიტუაციას გამოხატავს BMW-ს ახალი ვიდეორგოლი, რომელიც საშობაო საჩუქრებისა და ოჯახის წევრებთან სტუმრობის თემატიკაზეა აგებული.
ვიდეოში, რომელიც ბრენდის მორიგ, გაყიდვებზე ორიენტირებულ რეკლამას წარმოადგენს, წინასაახალწლო განწყობა და სახალისო სიუჟეტი ზუსტად 45 წამშია ჩატეული. ავტოექსპერტებმა უკვე დაწერეს, რომ ის წლის ყველაზე სასაცილო საშობაო სარეკლამო რგოლად შეიძლება მივიჩნიოთ.
მისი რეჟისორი ჯონ მესია და მასზე სააგენტო Goodby Silverstein & Partners მუშაობდა.