in

BMW-მ კანის კინოფესტივალზე ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა

BOG
BOG

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, BMW წლევანდელ კანის კინოფესტივალს ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით დაუბრუნდა, სახელწოდებით The Calm. ეს უკანასკნელი i7 M70-ს მოდელს ეძღვნება.

ბრენდმა ახალი მოდელის რეკლამირებისთვის თრილერის სიუჟეტი აირჩია, სადაც მთავარი პერსონაჟი საკუთარ მძღოლს და უცხო თავდამსხმელებს უპირისპირდება. აქ კი მთავარი სწორედ ავტომობილის შესაძლებლობებია, თუ როგორ ახერხებს სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფ, ეფექტურ მოქმედებას. სიუჟეტის ემოციურ ფონს ჰანს ზიმერის მომაჯადოებელი ხმები ამძაფრებს.

საბოლოოდ, ქალი სახლში მიდის, სადაც უმა თურმანი ელოდება და შემდეგი მისიის ადგილს აცნობს: კანის კინოფესტივალს.

ბრენდმა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ფილმების სერია, რათა ავტომობილების ახალი მოდელების რეკლამირებაზე კრეატიულად ემუშავა.

„სამთო ტურიზმის დღესასწაული“ – Highlander Georgia 2023 წლის სეზონისთვის ემზადება!

სიზმრისეული სამყაროს ძიება სალომე კეჩხუაშვილის ნამუშევრებში