ბებია-ბაბუებთან ერთად ძველი მანქანებით თუ ხშირად სეირნობდით, მაშინ თქვენთვის არც დისკომფორტი იქნება უცხო… ამ დისკომფორტს ძველი სავარძლები, მექანიკური სისტემები და ნაკლებად თანამედროვე მახასიათებლები წარმოშობდა. თუმცა BMW-ს საახალწლო კამპანიაში 7 წლის ტიმმა გამოსავალი იპოვა, ბებიასაც შეურჩია იდეალური საჩუქარი და 1960-იან წლებში გამოშვებული მანქანაც მოარგო თანამედროვეობას.
BMW სადღესასწაულო კამპანიას The Gift-ის სახელით გვაცნობს და პატარა ტიმის გულისამაჩუყებელ ისტორიას გვიყვება, რომელსაც სურს, საყვარელ ბებიას რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს. თუმცა, ამავდროულად, ბრენდი Neue Klasse-ის BMW 1500-ზე მიაპყრობს ჩვენს ყურადღებას, რომლითაც 1960-იან წლებში ახალ ეპოქას დაუდო სათავე… კამპანია ხაზს უსვამს იმაზე, თუ როგორ აკავშირებს თაობებს ერთმანეთთან მანქანის მართვის ბედნიერება.
ტიმი ჯერ ბავშვია, ამიტომ მას ბებიისთვის საჩუქრის შერჩევაში მშობლები ეხმარებიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 7 წლის ბიჭს შეთავაზებული ტრადიციული ვარიანტებიდან არაფერი მოსწონს, გარდა ერთი ნივთისა:
მთავარი გმირი ცდილობს, ვინტაჟურ მანქანაში თავი ისე იგრძნოს, როგორც თანამედროვეში. ამიტომ, არც ელექტრო ფანჯრების, არც BMW Intelligent Personal Assistant-ის და არც უახლესი ფუნქციების არარსებობა უშლის გართობაში ხელს. თანაც ბებია ყოველთვის ფლობს რაღაც ხრიკებს, რომლითაც ტიმის დაინტერესება თუ გამხიარულება შეუძლია…
BMW-ის სადღესასწაულო კამპანიაზე Jung von Matt-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ BMW-მ და Gucci-მ წელს სადღესასწაულო კამპანიები ერთნაირი სახელებით გაგვაცნეს…