Mattel, AirConsole და BMW Group გაერთიანდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანების გამოცდილება კლასიკური UNO-თი გაუმჯობესდება. რაღა თქმა უნდა, მართვისას თამაში არ აქვთ გამიზნული, უბრალოდ სურთ, მანქანით მოგზაურობისას შესვენებები მეტად სახალისოდ აქციონ.
„ვაგრძელებთ მთლიანი ციფრული გამოცდილების ღირებულების გაზრდას ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი პარტნიორები Mattel და AirConsole გვეხმარება, მანქანაში თამაში ახალ სოციალურ გამოცდილებად ვაქციოთ. მოხარული ვარ, რომ ოჯახებისთვის საყვარელი UNO შემიძლია, შემოგთავაზოთ“, — აცხადებს სტეფან დიურაქი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი BMW-ში.
ამგვარად, Mattel-მა, AirConsole-მა და BMW Group-მა UNO სრულიად ახალ გარემოში სათამაშოდ შემოგვთავაზა. იმ შემთხვევებისთვის, როცა მანქანით მოგზაურობისას ოჯახი ისვენებს ან როცა მეგობრებთან ერთად დიდ მანძილზე გადავადგილდებით და გზაში გართობა გვჭირდება. მძღოლებს შეუძლიათ, AirConsole-ის კონტროლერის სისტემაც დააკავშირონ და ნებისმიერ მგზავრს მისცენ თავიანთი პირადი მოწყობილობებით თამაშის საშუალება. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმუმ 4 მოთამაშე უნდა იყოს.
„UNO შესანიშნავია მანქანაში სათამაშოდ, ადამიანებს აერთიანებს, მარტივად სასწავლი წესებიც აქვს, რითაც იდეალურია მცირე გაჩერებებისა თუ დიდხნიანი სესიებისთვის. UNO-ს სოციალური ბუნება ყველა მოგზაურობას სახალისო გამოცდილებად აქცევს და მოხარულები ვართ, რომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ სულისკვეთებას მომხმარებლებამდე ინოვაციური გზით მივიტანთ“, — აცხადებს ერიკა უინტერჰოლერი, Mattel-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
როგორც ვიცით, თამაში AirConsole-ის პლატფორმის საშუალებით უკვე ჩაეშვა 500 000 BMW-სა და MINI-ზე. 40-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მალე ჩამონათვალს საქართველოც დაემატება…