14-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, ავტომოყვარულთა ყურადღება მთლიანად გერმანიისკენ, უფრო კონკრეტულად კი ფრანკფურტისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ყოველწლიური International Motor Show გაიმართება. სწორედ აქ იქნება წარმოდგენილი პირველად BMW-ს ახალი X7. ბრენდის გულშემატკივრები დიდი ხანია ახალ მოდელს სულმოუთქმელად ელიან და ფაქტია, რომ კომპანია მათი იმედების გაცრუებას არ აპირებს, პირიქით. სანამ ფრანკფურტის საოცარი შოუ დაიწყება, BMW-მ თავისი ახალი მოდელისთვის შთამბეჭდავი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, რაშიც მას სააგენტო Serviceplan-ი დაეხმარა.














