14
სექ
2018

BMW-ს ახალი, თვითმავალი მოტოციკლის „ტესტ – დრაივი“ მიუნხენში

14 სექ 2018

veon
veon


წარმოიდგინეთ, მოტოციკლი, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება და სპეციალური პროგრამის საშუალებით გადაადგილდება. ბევრისთვის, მოსასმენადაც შიშის მომგვრელია. BMW-ს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი თვითმავალი, პირიქით, უსაფრთხოებისთვის შეიქმნა.

 

ახალი პროტოტიპი, კომპანიამ, მიუნხენში, სპეციალურ „ტესტდრაივზე“ წარადგინა. როგორც ამბობენ, მათი მიზანი იყო, სიახლე უსაფრთხოების ექსპერტებს შეეფასებინათ. მოტოციკლი, სპეციალისტებმა, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით გამოსცადეს. მათ დეტალურად უნდა გააანალიზონ ყველა ნიუანსი, გათვალონ რა საფრთხეები შეიძლება შეიქმნას მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილებისას. შემდეგ, კი თითოეული ეს დეტალი, ჩვეულებრივი მოტოციკლის აწყობისას გაითვალისწინონ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მძღოლებისა და მათი მგზავრების უსაფრთხოება.

განხილვა