ფრთხილად, კეიპტაუნის ქუჩებში BMW–ს “უჩინარი” მოტოციკლი გადაადგილდება! ჯერ ხმა ისმის, შემდეგ იქვე გუბიდან წყალი ისხმება. თუმცა, თავად მოტოციკლი არსად ჩანს. რა ხდება?
საქმე BMW–ს ახალ მოტოციკლთან გვაქვს, რომელიც 3 წამში 100კმ/სთ სიჩქარის გამომუშავებას ახერხებს. რა თქმა უნდა, ის უჩინარი არ არის თუმცა აშკარაა, რომ ძალიან სწრაფია. ასეთი უჩვეულო სიჩქარისთვის კი, უდავოდ, შესაბამისი რეკლამა იყო საჭირო.
კომპანიამ ნამდვილად შთამბეჭდავი და ეფექტური გზა მონახა თავისი ახალი სუპერ სწრაფი მოტოციკლის გასაცნობად. სპეციალურად აღჭურვილმა ავტობუსის გაჩერებამ და წყლის გუბემ ნამდვილად გაამართლა.
არამგონია კეიპ ტაუნის მოსახლეობას “უჩინარი” მოტოციკლეტი მალე დაავიწყდეს.