16 ოქტომბერს Binance-მა ქსელის ადგილობრივი BNB კრიპტოვალუტის (Binance Coin) კვარტალური „დაწვის“ პროცედურა 25-ედ განახორციელა, რითაც მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობა შეამცირა.
Binance-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, ავტომატიზებული პროცედურით, 2.139 მილიონი BNB დაიწვა. BNB-ის დაწვის მექანიზმი, რომელიც ცნობილია, როგორც BNB Auto-Burn, 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროცესი მიზნად ისახავს BNB ტოკენების იშვიათობის უზრუნველყოფასა და ღირებულების ზრდის ხელშეწყობას, მიმოქცევაში მათი კვარტალური შემცირების გზით. კვარტალში დასაწვავი BNB ტოკენების რაოდენობა ითვლება ფორმულით:
მოვლენას X-ზე (Twitter) Binance-ის ოფიციალური გვერდი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო (ცნობილი, როგორც CZ) გამოეხმაურნენ:
მიმდინარე კვარტალური დაწვის ფარგლებში ამოღებულ იქნა დაახლოებით 4.53 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის BNB ტოკენი, რამაც მომდევნო 24 საათში ტოკენის ფასის 3%-მდე ზრდა გამოიწვია. BNB Chain, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს, ქსელის ე.წ. „გაზის“ თანხის ნაწილსაც წვავს, რაც ასევე ტოკენის ღირებულების ხელშეწყობას ემსახურება.
Binance-ის მიერ დამწვარი BNB ტოკენების ჯამური რაოდენობა 50.29 მილიონს შეადგენს. ოფიციალური პორტალის მიხედვით, რომელიც BNB ტოკენების დაწვასა და ოდენობას რეალურ დროში ასახავს, მიმოქცევაში 151.7 მილიონზე მეტი BNB ტოკენია: Binance 100 მილიონზე მეტი BNB ტოკენის ამოღებას (რაც მთლიანი მიმოქცევის ნახევარს უტოლდება) და მიმოქცევაში 100 მილიონი BNB-ის დატოვებას გეგმავს.
2023 წლის მესამე კვარტალურ დაწვას ბაზარი დადებითად გამოეხმაურა და ახლა ყურადღება მეოთხე კვარტლისკენ არის მიმართული. Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დაწვის პროცედურებით, BNB დეფლაციურ ვალუტად ყალიბდება, რაც მისი ოპტიმისტური ხედვით, BNB-ის გრძელვადიან ღირებულებაზე დადებითად უნდა აისახოს. როგორ განვითარდება მოვლენები BNB ტოკენის გარეშემო, ახლო მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი BNB ტოკენის შეძენა Coinmania.ge-ზე შეგიძლიათ.
[R]