in

„ბნელი მატერია თქვენს ოთახშია“ — მეცნიერების ახალი მოსაზრება

თქვენი შეშინება ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ბნელი მატერია ახლა თქვენთან ერთადაა ოთახში. „დიახ, ნამდვილად ასეა. ის აქ არის. სადაც ზიხართ და რაღაც დონეზე გრძნობთ იმას, რაც ჩვენს გრძნობებს აღემატება“, — აცხადებს Yeshiva University-ს მკვლევარი, ედ ბელბრუნო.

M2
M2

ბნელი მატერია, რომელიც მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ და პირდაპირ არ გაუზომავთ, სამყაროს 25%-ს შეადგენს. ასეთი გავრცელებული სუბსტანციით, დიდია იმის ალბათობა, რომ ის დედამიწაზე ჩვენს ირგვლივ, სახლებსა და სხეულებში იმყოფებოდეს…

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არაფერია სანერვიულო, არის ის, რომ დედამიწის ძლიერი გრავიტაცია სრულად ახშობს მას. სავარაუდოდ, ბნელი მატერია ჩვენს რეგიონშია, ალბათ, ჩვენს მზის სისტემაში და მის გარშემო… თუმცა ისეთ დაბალ სიმკვრივეზე, იმდენად დაბალ დონეზე, რომ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებითაც შეუძლებელია მისი პოვნა“, — განმარტავს ბელბრუნო. მეცნიერებს ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ ბნელი მატერია პირდაპირ. ის არ ურთიერთქმედებს ბარიონულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში…

რა თქმა უნდა, მრავალი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ბნელი მატერია. წამყვანი ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ ბნელი მატერია დიდი აფეთქების გვერდითი პროდუქტი იყო. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ბნელი მატერია ამ აფეთქებასაც კი უსწრებდა წინ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბნელი მატერია, როგორიც არ უნდა იყოს ის, ალბათ, იმყოფებოდა ოთახში ყველასთან ერთად, ვისაც ოდესმე უცხოვრია… რაში გამოიყენებთ ამ ცოდნას, თქვენზეა დამოკიდებული.

ჩვენს სამყაროს ტყუპისცალი ჰყავს — ახალი თეორია

ამბიციური მოთამაშე იაპონიიდან – Mitsubishi