in

შესაძლოა, კოსმოსში ბნელი მატერიის პლანეტები არსებობდეს!

აი, როგორ აპირებენ მის პოვნას

რა იქნებოდა პლანეტები სტანდარტული მოდელის მიღმა არსებული ნაწილაკებისგან რომ შედგებოდეს? მაგალითად იდუმალებით მოცული ბნელი მატერიისგან? ამჟამინდელი ცოდნით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერავინ შეძლებს, მაგრამ მეცნიერ იანგ ბაის გუნდს სურდა, გაეგო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ჰიპოთეტური პლანეტები ან შევძლებდით თუ არა მათ დადგენას, რეალურად არსებობის შემთხვევაში… ამ კითხვებზე მოკლე პასუხი არსებობს — დიახ, თუ კონკრეტული გარემოებები დაკმაყოფილდება.

M2
M2

აქ იმაზე მეტი გრავიტაციაა, ვიდრე უნდა იყოს… მიზეზი არ ვიცით, რის გამოც იდუმალებით მოცულ ბნელ მატერიას ვუწოდებთ. თუმცა მეცნიერები თეორიულად რაღაც კანდიდატებს განიხილავენ, რომლებიც ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ცალკეული ნაწილაკები ან Macros, რომელთაც პლანეტის მასშტაბის მასა შეიძლება ჰქონდეს ან რადიუსი, რომელიც ბნელი ეგზოპლანეტის მსგავსად მოიქცეოდა, თუ ის ვარსკვლავური სისტემით იქნებოდა გარშემორტყმული. მაშინაც კი, ობიექტის ფიზიკა სულ სხვანაირი რომ იყოს…

დიახ, ფიქრობენ, რომ შავი მატერიის ეგზოპლანეტას ჩვეულებრივისგან განსხვავებული მახასიათებლები ექნება, რკინაზე უფრო მკვრივიც კი შეიძლება იყოს ან იმდენად დაბალი სიმკვრივის, რომ მისი არსებობის ახსნა შეუძლებელი გახდეს. ამჯერად არცერთი გამოვლენილა, მაგრამ მეცნიერები ამაზე კვლავ ფიქრობენ… მკვლევრები ეგზოპლანეტების ატმოსფეროსაც კი შეისწავლიან და თუ გარკვეულ ანომალიებს მიაგნებენ, შესაძლოა, ამან ბნელი მატერიის ეგზოპლანეტის არსებობაც დაადასტუროს. 

ადრეული ბნელი მატერიის ეგზოპლანეტისა და ვარსკვლავური სისტემის ფორმირებისა და ბნელი მატერიის ეგზოპლანეტის დადგენა, დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რამდენად გვაქვს მათი აღმოჩენის შესაძლებლობა, — აცხადებენ მკვლევრები. 

#დაიწყექართულით „აიაქსთან” ერთად – ქართული წარმოების უჟანგავი ფოლადის ინვენტარი ინდუსტრიული სამზარეულოსთვის

როგორ ავაჩქაროთ კომპიუტერის მუშაობა?