in

რას ნიშნავს BNPL ანუ იყიდე ახლა, გადაიხადე მერე

როცა გეუბნებიან, რომ შეგიძლია იყიდო ახლა და გადაიხადო მერე, ალბათ მაშინვე დაფარულ ხარჯებზე იწყებ ფიქრს. ნეტა საკომისიო რამდენია, რამეს ხომ არ გატყუებენ და საერთოდაც, რა იმალება ამ შემოთავაზების მიღმა. და თუ გეტყვით, რომ არაფერიც არ იმალება?! – აი ასე, შეგიძლია იყიდო ახლა და ყოველგვარი დაფარული ხარჯების გარეშე, გადაიხადო მერე.

წაიკითხე ბოლომდე და თავადაც დარწმუნდები, რომ ყველაფერი ძალიან მარტივი და გამჭვირვალეა.

მოკლედ მსოფლიო პრაქტიკაზე

„იყიდე ახლა, გადაიხადე მერე“ მსოფლიოში BNPL-ის (Buy Now, Pay Later) სახელითაა ცნობილი. გადახდის ამ მეთოდით თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ. აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ფინეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც bnpl სულ უფრო პოპულარული ხდება.

თუ 2019-ში მისი წილი აშშ-ში რამდენიმე მილიარდი იყო, 2020-ში ის 1200%-ით გაიზარდა: Worldpay-ს ინფორმაციით, ecommerce ტრანზაქციებში bnpl-ის წილი 97 მლრდ დოლარია, რაც წინასწარი პროგნოზით, 2024 წლისთვის გაორმაგდება.

რა არის BNPL?

პრინციპი ძალიან მარტივია და თან გამჭვირვალე. ყიდულობ რასაც გინდა და შენი ხარჯები რამდენიმე თვეზე ნაწილდება. თუმცა როცა ვამბობთ, რომ არაფერი გემატება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – მერე ბანკს რა? სწორი კითხვაა, ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, რომ მატერიალური მოგება არ ადარდებდეს.

„საიდუმლოს“ გაგიმხელთ – თუ ტრადიციული განვადების შემთხვევაში, საკომისიოს თავად იხდი, BNPL-ის შემთხვევაში, მას ის პარტნიორი კომპანია ფარავს, სადაც ბარათით გადაიხდი. შესაბამისად, ბანკი ამ საკომისიოს მაინც იღებს, იმ განსხვავებით, რომ მას შენ ნაცვლად, პარტნიორი კომპანია უხდის. ოღონდ არ იფიქრო, რომ ვინმე ამის გამო თავიდანვე ძვირს გადაგახდევინებს ნივთში/მომსახურებაში, გამორიცხულია! ერთადერთი მოთხოვნა, რაც ამის სანაცვლოდ პარტნიორს აქვს, კონკრეტული, რეოკმენდებული ვადების დაცვაა.

ტრადიციული განვადებისგან და სესხისგან BNPL-ს ვადებიც განასხვავებს, თუ პირველ შემთხვევაში შენ ირჩევ ვადას, აქ შედარებით მცირე ვადები გაქვს და შეგიძლია თავადვე, გონივრულად გადაანაწილო ხარჯები შენი შემოსავლების მიხედვით.

თუ მაინცდამაინც გაჯიუტდები და იტყვი, არა, მე პროცენტის გადახდა მირჩევნია ვადის დაგრძელების სანაცვლოდო, ცხადია, ეგ არჩევანიც გაქვს.

პირველი BNPL ბარათი საქართველოში

რე|ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს bnpl პროდუქტი – ტოპ|ქარდი შესთავაზა. ესაა შოპინგ ბარათი, რომელზეც წინასწარ იმტკიცებ 10,000 ლარამდე თანხას და იხდი სადაც გინდა, მთავარია, რეკომენდებული ვადები დაიცვა.

ეს ვადები კი საკმაოდ მოქნილია, რადგან ყველგან ფიქსირებული, რამდენიმე თვის ნაცვლად, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ხარჯი 2-დან 12 თვემდე გაანაწილოს (სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა ვადაა). ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის ტოპ|ქარდით გადახდას და ხარჯების დაფარვასაც. მოკლედ, ტოპ|ქარდით ყველაფერი შენს ხელშია, შეგიძლია აისრულო რამდენჯერმე გადადებული სურვილები, დაფარო ათვისებული თანხა და ისევ გამოიყენო. და ასე დაუსრულებლად, სანამ ერთ დღეს არ მიხვდები, რომ აუსრულებელი სურვილები აღარ დაგრჩა, რაც შეუძლებელია.

მთავარია ერთი რამ არ დაგავიწყდეს – არასოდეს უნდა დახარჯო იმაზე მეტი, რასაც იცი, რომ ვერ გადაიხდი. ამ პრინციპს თუ დაიცავ და გონივრულად დახარჯავ, დაგვიჯერე, ყველა მხარე კმაყოფილი და მოგებული დარჩება, ყველაზე მეტად კი – შენ.

რატომ ტოპ|ქარდი

რე|ბანკს უკვე 2000+ პარტნიორი ობიექტი ჰყავს ყველა სეგმენტში. შეგიძლია, მარტივად მოითხოვო ბარათზე სასურველი ლიმიტის დამტკიცება, ჩაერთო სასურველ აქციაში და რაც მთავარია, ერთიანად გადახდის მაგივრად შენაძენის თანხა ნაწილ-ნაწილ დაფარო რეკომენდებულ თვეებში დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ნუ გადაიხდი ზედმეტს მაშინ, როცა შეგიძლია, ტოპ|ქარდით იყიდო ყველაფერი გაძვირების და ზედმეტი ხარჯების გარეშე. ბარათის აღება უფასოა და რა თქმა უნდა, მომსახურების საკომისიოც არ აქვს. თუ დაინტერესდი, ბარათის აღებას ონლაინ, 2 წუთში შეძლებ.

[პარტნიორის კონტენტი]

“სოციალური სივრცე” – ბუნებასთან შერწყმული გარემო მუსიკის და შემეცნების მოყვარულთათვის

„ფუნდუკი“ ჩვენთვის პიროვნებაა და შესაბამისადაც ვექცევით, ოჯახის წევრივით“