31
May
2019

გადადგება, თუ არა მარკ ზაკერბერგი?

31 May 2019

გუშინ, Facebook-ის ბორდის ყოველწლიურ შეკრებაზე, კომპანიის ბორდის თავმჯდომარეობიდან მარკ ზაკერბერგის გადადგომის საკითხი განიხილეს. ფეისბუკის დამფუძნებელი და CEO კრიტიკის ობიექტი სოციალურ ქსელში დეზინფორმაციისა და ტოქსიკური კონტენტის გავრცელების ბრალდებით იქცა. შეხვედრაზე მას კითხეს, იყო თუ არა მზად ცვლილებისთვის, რომელიც თანამდებობიდან მის გადაყენებას მოიცავს. პასუხი, ყველა მსგავს კითხვაზე იყო – არა.

ამ დროისთვის 34 წლის ზაკერბერგი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის გარდა კომპანიის დირექტორთა ბორდის თავმჯდომარეცაა. Facebook-ის წილის მფლობელები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება სოციალური ქსელით ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის შემცველი პოსტების გავრცელების შესამცირებლადაა საჭირო. „ჩვენ დავიღალეთ ბოდიშის მოხდისგან“ – განაცხადა ბორდის ერთ-ერთმა წევრმა.

როგორც ვიცით, ზაკერბერგი, მის მიერ, 15 წლის წინ დაფუძნებული ყველაზე წარმატებული სოციალური ქსელის წილის 60%-ს ფლობს. შესაბამისად, მის გადაყენებასთან დაკავშირებული ხმების 60% მის განკარგულებაში იქნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ვერავინ გადააყენებს. თუმცა ის, თუ როგორ გადანაწილდება ხმები დარჩენილ 40%-ში გვაჩვენებს, ფეისბუკის წილის მფლობელთა რა ნაწილი ენდობა ზაკერბერგს, ამ მომენტისთვის.

განხილვა