in

3 რამ, რისი სწავლაც ბავშვებისგან შეგვიძლია — ბობ დილანის რჩევები

M2
M2

1977 წლის შობამდე ცოტ ხნით ადრე, 36 წლის ბობ დილანს ჟურნალისტ ჯონათან კოტთან ჰქონდა ინტერვიუ. ეს ჩანაწერი დილანის ყველაზე გულწრფელ და ღრმა ინტერვიუდ რჩება, რომელიც სავსეა მისი აზრებით და დამოკიდებულებებით ისეთ თემებზე, როგორიცაა დაუცველობა, პატიოსნება და მუსიკა, როგორც სიმართლის ინსტრუმენტი.

„ჩვენ ისევ ქარი და მტვერი ვართ… სამყაროს არსებობის მტკიცებულებაც კი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აქ ვსხედვართ. იმასაც ვერ დავადასტურებთ, ნამდვილად ცოცხლები ვართ თუ არა“. მისი თქმით, მხოლოდ ხელოვნება აღწევს სამყაროს მოჩვენებით რეალობაში — ეს სხვა რეალობა ყოველთვის გვიგზავნის მინიშნებებს, რომლებსაც ხელოვნების გარეშე ვერ მივიღებთ.

გარდა ხელოვნების ასეთი აღქმისა, დილანმა ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა, თუ რისი სწავლა შეუძლია ადამიანს ბავშვისგან:

  1. ვიყოთ მუდამ ბედნიერი;
  2. არასოდეს ვისხდეთ უსაქმურად;
  3. ვიტიროთ ყველაფრისთვის, რისი მიღებაც გვსურს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დილანის თქმით, მანკიერი თვისებების მქონე ადამიანებისგანაც შეიძლება რაღაც კარგის სწავლა. მაგალითად მან იმათზე ისაუბრა, ვისაც ქურდობით გააქვს თავი და მეტაფორულად საკუთარ თავთანაც დააკავშირა — ხელოვანების მსგავსად ისინიც ღამით მუშაობენ და თუ რაღაცას ვერ მიიღებენ, მეორე ღამით კვლავ ცდილობენ. დიახ, ეს ნამდვილად სახალისო შედარებაა, თუმცა ამ მიდგომით ბევრი ცუდი თვისების კარგი კუთხით გარდაქმნა შეიძლება.

ასევე, ბობ დილანი გვირჩევს, დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ნივთებს, რადგან ისინი გაცილებით იაფფასიანია, ვიდრე ჩვენი არამატერიალური სურვილები და სამყაროსადმი დამოკიდებულება. და ყოველთვის, როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა — შეიძლება, ბავშვმა საყვედურის მიღებიდან 5 წუთის განმავლობაში შეწყვიტოს „თავში ქვიშის ჩაყრა“, მაგრამ ამას კვლავ გააგრძელებს იქამდე, ვიდრე არ გადაწყვეტს, რომ ამისთვის უკვე დიდია და საკუთარი თავი სხვა ქმედებებით უნდა გამოხატოს.

როგორ შეცვალა ინფლუენსმარკეტინგმა ბრენდის დინამიკა

როგორ უნდა შეუნარჩუნოთ თქვენს გუნდს მოტივაცია რთულ სიტუაციებში?