in

ბობ დილანმა საკუთარი სიმღერების სრული კატალოგი 300 მილიონ დოლარად გაყიდა

ბობ დილანმა, ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა მომღერალმა, საკუთარი სიმღერების სრული კატალოგი გაყიდა Universal Music-თან შეთანხმებით. ამ ფაქტს საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და „საუკუნის მუსიკალური შეთანხმება“ უწოდეს.

მართალია, შეთანხმების პირობები არ გახმაურებულა, თუმცა მომღერლის პოპულარობისა და მოღვაწეობის მოცულობის გათვალისწინებით, ეს ყველაზე მომგებიანი მუსიკალური შეთანხმება უნდა იყოს, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. New York Times-მა განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკება 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.

„საიდუმლო არ არის, რომ მუსიკის შექმნის ხელოვნება ყველა დიდებული კომპოზიციის მთავარი გასაღებია. და არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ბობი ამ ხელოვნების მთავარი პრაქტიკოსია” – განაცხადა ლუსიან გრეინჯიმ, Universal Music-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჯოდი გრესონის, Universal Music Publishing Group -ის (UMPG) აღმასრულებელი დირექტორის, თქმით დილანი ყველა დროის უდიდესი კომპოზიტორია და მისი ნამუშევრების კულტურული მნიშვნელობის სრულად წარმოჩენა დიდ პატივთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს.

ბობ დილანი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მუსიკოსია. მან 50-ზე მეტი ალბომი გამოუშვა და ყოველწლიურად ატარებს ტურს, რომელიც 100 კონცერტს მოიცავს. მისი სიმღერები, სხვადასხვა მომღერლების მიერ, 6 000-ზე მეტჯერ იქნა ჩაწერილი. მათ შორის არიან Stevie Wonder, Guns N’ Roses, U2, Bob Marley.

დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ დილანი ის პირველი კომპოზიტორია, რომელმაც ნობელის პრემია ლიტერატურაში მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბობის დიდებულ შემოქმედებით ნიჭსა და ძალას.

„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით – “შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ”

გუშინ, დღეს და ხვალ…