in

ბობ დილანმა Sony Music-ს მუსიკალური კატალოგი 200$ მილიონად მიჰყიდა

ახლა კომპანია დილანის ყველა ალბომსა და სამომავლო რელიზებზე უფლებებს ფლობს

ბობ დილანმა Sony Music Entertainment-ს მთელი თავისი მუსიკალური კატალოგი მიჰყიდა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული. 

bog
bog-mob

განცხადებაში დილანმა აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, Columbia Records და Sony Music Group-ის თავმჯდომარე, რობ სტრინგერი მისთვის მხოლოდ კარგს აკეთებდა და სარგებელი მოჰქონდა, ამიტომ მოხარულია, რომ მისი ჩანაწერები იქნება იქ, სადაც მისი რეალური ადგილია. 

დილანმა Columbia Records-თან ხელი 1961 წელს მოაწერა. მისი ყველა სტუდიური ალბომი –  1962 წლის ბობ დილანიდან მოყოლებული, 2020 წლის Rough და Rowdy Ways-მდე, ამ ლეიბლის მეშვეობით გამოვიდა. 1974 წელს მან ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც, როგორც Billboard ვარაუდობს, დაიბრუნა კონტროლი მთელ საკუთრებაზე. Sony-მ 1988 წელს შეიძინა კოლუმბიის მშობელი კომპანია CBS Records Inc., 1991 წელს დაარქვეს მას Sony Music Entertainment Inc.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დილანმა მთელი თავისი კატალოგის გამოქვეყნების უფლება Universal Music Publishing-ს მიჰყიდა 300-მილიონდოლარიანი ღირებულებით. სიმღერებს გააჩნიათ ორი საავტორო უფლება: უფლება ორიგინალურ ჩანაწერზე, რაც მოიცავს საბოლოო მუსიკალურ პროდუქტზე და ჩანაწერზე უფლებას და – უფლება ე.წ. Publishing-ზე, რომელიც მოიცავს კომპოზიციებს (მუსიკა და ტექსტი). ჩაწერის უფლებები უფრო დაკავშირებულია სტრიმინგებთან და გაყიდვებთან, ხოლო გამოქვეყნების უფლებები ძირითადად ეხება მის გამოყენებას სპექტაკლებში, კინოსა და ტელევიზიაში.

მეცნიერებმა მექანიკური ხე შექმნეს, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს

BGROW – ახალი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის