in

რატომ ბრუნდება ბობ აიგერი Disney-ში?

უოლტ დისნეის კომპანიამ განაცხადა, რომ ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბობ აიგერი ბრუნდება. ცხადია, ამ ნაბიჯმა ჰოლივუდში აჟიოტაჟი გამოიწვია და Disney-ის აქციების ფასიც საბაზრო ვაჭრობამდე გაიზარდა.

აიგერი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2005-დან 2020 წლამდე იკავებდა, შემდეგ კი 2021-მდე აღმასრულებელი თავმჯდომარე იყო. საგულისხმოა, რომ მისი მმართველობის პერიოდში დისნეის ინტელექტუალური საკუთრების პორტფელი გაფართოვდა, რადგან ის ზედამხედველობდა ძირითადი ფრენჩაიზის შეძენას, მათ შორის მოიაზრება Pixar, Star Wars და Marvel. ასევე, სწორედ ის ჩაუდგა სათავეში 20th Century Fox-თან შერწყმას და Disney Plus სტრიმინგის სერვისის გამოშვებას.

„დირექტორთა საბჭომ დაასკვნა, რომ როდესაც დისნეი ინდუსტრიის ტრანსფორმაციის რთულ პერიოდში შედის, ბობ აიგერის ხელმძღვანელობა უნიკალური შესაძლებლობაა“, — აღნიშნავს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სიუზან არნოლდი. ეს სიტყვები ჩვენებურად რომ განვმარტოთ, გამოდის, გასართობი ინდუსტრია დიდი ქაოსისა და ცვლილებების პერიოდს გადის, დისნეის კი „მტკიცე ხელი“ სჭირდება ყველაფერთან გასამკლავებლად. ეკონომიკა არეულობაშია, მოძველებული გასართობი ადგილები, როგორიცაა კინოთეატრები, შესაძლოა, კიდევ უფრო უინტერესო გახდეს ხალხისთვის… ამავდროულად, დისნეი არა მხოლოდ თავის მსგავს კომპანიებთანაა კონკურენციაში, არამედ ისეთ აპლიკაციებთანაც, როგორიცაა TikTok.

რა თქმა უნდა, აიგერი სამუდამოდ ვერ იქნება დისნეის სათავეში — სავარაუდოდ, მისი ხელმძღვანელობა ორ წელს გასტანს, პარალელურად კი მის შემცვლელს აქტიურად მოძებნიან. პრესრელიზის თანახმად, „აიგერი დათანხმდა, დისნეის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ორი წლის განმავლობაში დაიკავოს, რათა სტრატეგიული მიმართულება განსაზღვროს ზრდისთვის და „მემკვიდრე“ დატოვოს სათავეში“. 

რას ნიშნავს ბობ აიგერის დაბრუნება Disney Plus-ისა და ფრენჩაიზებისთვის?

დიდი ალბათობით, კომპანიის ფოკუსირება Disney Plus სტრიმინგ სერვისზე და მის ძირითად ფრენჩაიზებზე არ შეიცვლება. ეს ყველაფერი აიგერის აღმასრულებელი დირექტორობის დროს დაინერგა და არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ აიგერი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს შეთავაზებების ამ ნაწილებში. თუმცა, როგორც CNBC-მა აღნიშნა, ბობი ყოველთვის ფიქრობდა, რომ Disney Plus-მა უნდა შეამციროს სტრიმინგის სერვისების ფასი.

ენთები Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

MIT-ის ახალი მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე რთულ ტექნოლოგიებს აერთიანებს