13
Feb
2020

ჭკვიანი სათვალე, რომელიც სმარტფონის შეტყობინებებს თქვენს ბადურაზე ასახავს

13 Feb 2020

veon
veon


გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის ყოველდღიური მოხმარების სათვალეებში ინტეგრირებას არაერთი კომპანია ცდილობს.  თუმცა, აქამდე ცნობილი მეთოდებით, გამოსახულების პროეცირება სათვალის ლინზაზე ხდებოდა. Bocsh-ის მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელის Light Drive-ის მოხმარება კი სხვა გამოცდილებაა. სათვალე გამოსახულებას თქვენს თვალის ბადურაზე, სპეციალური ლაზერის დახმარებით ასახავს. ამგვარი ლაზერის გამოყენებისას Bocsh Intel-ის ტექნოლოგიას დაეყრდნო.

აღსანიშნავია, რომ სათვალის გამოყენებისთვის საჭიროა, სათვალის ჩარჩო ადამიანის თვალებს შორის დაშორებას იდეალურად ერგებოდეს, რათა ლაზერის სხივმა ზუსტად თვალის გუგაში გაიაროს. Bosch-ის ჭკვიანი სათვალე ადვილად უკავშირდება სმარტფონს. მისი საშუალებით სატელეფონო ზარების, შეტყობინებების, კალენდრის, ნავიგაციისა თუ სხვა აპლიკაციების  მართვაა შესაძლებელი.

ერთი პრობლემა ისაა, რომ მას შემდეგ, რაც სათვალის გამოყენებით კონკრეტულ შეტყობინებას გაეცნობით, ის ისევ ფოკუსში რჩება და შესაძლოა, სათვალის შუაგულისთვის თვალის არიდება მოგიწიოთ, იმისათვის, რომ ეკრანი თქვენი ხედვიდან გააქროთ. გარდა ამისა, არ ვიცით როგორ აისახება ლაზერის დასხივება თვალის ბადურაზე. სავარაუდოდ, სათვალე ბაზარზე 2021 წელს, სხვადასხვა ტესტის გავლის შემდეგ გამოჩნდება.

განხილვა