ამ წუთებში ტალინი კულინარიული ხელოვნების კონტინენტურ ჩემპიონატს – Bocuse d’Or-ს მასპინძლობს. კონკურსი ორდღიანია, ის გუშინ დაიწყო და დღეს 18:00 სთ-ზე გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. საქართველო აღნიშნულ კონკურსში პირველად იღებს მონაწილეობას. ჩვენი ქვეყანა Bocuse d’Or-ის ოჯახის წევრი ოფიციალურად 2019 წელს გახდა, სწორედ წინა შემოდგომაზე შეირჩა გუნდი, რომელიც საქართველოს წარადგენს კონკურსზე, ესენი არიან: ერიკ სარქისიანი – შეფმზარეული, ირაკლი თოდაძე – მწვრთნელი, ლუკა ხინკილაძე – დამხმარე მზარეული და ბოკუს დორი საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის ჩემპიონატის ჟიურის ოფიციალური წევრი – ლევან კობიაშვილი.
კონკურსის პირველ დღეს ქართული გუნდი საკმაოდ საინტერესო კონცეფციების მქონე ნამუშევრებით წარდგა. კერძები შთაგონებული იყო ქართული არქიტექტურის ფენომენით – მესხური ოდით, ნაყოფიერების სიმბოლო, მზით და სხვა ისეთი დეტალებით, რომლებიც აღნიშნულ ნამუშევრებს ქართულ იდენტობას სძენდა.
კონკურსზე ნამუშევრები ფასდება შემდეგნაირად:
Plate:
პრეზენტაცია/ ვიზუალი- 20 ქულა
ორიგინალურობა და კრეატიულობა- 20 ქულა
მზადების პროცესი- 20 ქულა
სოუსი- 10 ქულა
დაგემოვნება- 30 ქულა
Platter:
ორივეთეფშის პრეზენტაცია- 20 ქულა
გეოგრაფიული თავისებურება- 20 ქულა
გარნირი- 20 ქულა
სოუსი- 10 ქულა
დაგემოვნება- 30 ქულა
ასევე, ბონუს ქულები იწერება: სამზარეულოს სისუფთავე, გუნდურად მუშაობა, პორციის განსაზღვრასა და თემის ინტერპრეტაციაში.