in

Bocuse d’Or-ის შესარჩევი კონკურსი, საქართველოში პირველად, 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება

შეფ-მზარეულების მსოფლიოს ჩემპიონატ Bocuse d’Or-ის ლოკალური ფესტივალი საქართველოში პირველად, 2019 წლის 2-3 ნოემბერს ჩატარდება. შესარჩევი კონკურსი უკვე დაიწყო, მონაწილეობის მიღება, აპლიკაციის შევსების გზით, შეუძლიათ შეფ-მზარეულისგან და ასისტენტისგან შემდგარ გუნდებს. შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები 2020 წელს, ბოკუზ დორის ევროპის ჩემპიონატზე, ესტონეთში გაემგზავრებიან. პროექტის ორგანიზატორი და საქართველოში Bocuse d’Or-ის წარმომადგენელი კომპანია „გასტრონავტის“ ინფორმაციით, ეროვნული შესარჩევი ტურის ჩატარების წესები მაქსიმალურად მიახლოებულია Bocuse d’Or Europe-ის ევროპული შესარჩევი ტურის წესებთან. მათ სრულ ჩამონათვალს კი Bocuse d’Or Georgia-ს ფეისბუკ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 

„Bocuse d’Or-ის ისტორია 1987 წელს დაიწყო, როცა „საუკუნის შეფ-მზარეულმა“ და „სამზარეულოს პაპმა“ – პოლ ბოკუზმა რევოლუციური, გასტრონომიული კონკურსი შექმნა. ბოკუზი ახალი სტილის სამზარეულოს – Nouvelle Cuisine-ს შემქმნელიცაა, რომლითაც ახლა მთელი მსოფლიო მუშაობს. იდეა – ერთად შეეკრიბა 24 ახალგაზრდა შეფ-მზარეული და მიეცა მათთვის მათი თაობისა და პროფესიის, მსოფლიოს გამორჩეულ პროფესიონალებთან შეჯიბრების შესაძლებლობა, წარმატებული აღმოჩნდა. იმდენად, რამდენადაც კულინარიის მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, Bocuse d’Or-ზე დიდი მასშტაბის შოუ/ჩემპიონატი არ არსებობს“, – ლევან ქოქიაშვილი, Gastronaut-ის რესტორატორი და პროექტების მენეჯერი.

“სრულიად შევცვალეთ სარეცხი მანქანის აღქმა” – ორ წუთში ჩატეული ქეის სთადი Electrolux-ისგან

სახლი, რომელიც გგავს – სააგენტო Design Army-ის კამპანია