7
Dec
2018

ცნობილია თარიღები, როდის წარდგება საქართველო Bocuse d’Or-ის საერთაშორისო კულინარიულ ჩემპიონატზე

7 Dec 2018

2019 წლის 25-30 იანვარს, საქართველო, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, Sirha ფარგლებში გამართულ მსოფლიო გასტრონომიულ ოლიმპიადაზე Bocuse d’Or წარდგება.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე


“Bocuse d’Or “ კულინარიის ოლიმპიური ჩემპიონატია, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა. შეჯიბრება იმართება ორ წელიწადში ერთხელ და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების გასტრონომიის წარმოჩენას. ჩემპიონატში Bocuse d’Or გამარჯვება გასტრონომიულ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. საქართველოს კულინარიის ფედერაცია წარმოდგენილი იქნება ეროვნული გასტრონომიული კუთხით, რომელიც გულისხმობს ქართული პროდუქტების, ქართული სამზარეულოსა და სასმლის პოპულარიზაციას, ქართული კულინარიის, როგორც ბრენდის წარმოჩენასა და დამკვიდრებას გასტრონომიული სამყაროს ელიტარულ წრეებში.პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო / LEPL National Wine Agency of Georgia-სა და საქპატენტი • Sakpatenti-ის მხარდაჭერითა და კულინარიის ფედერაციისა და გასტრონავტი • Gastronaut-ის ორგანიზებით.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში იყო საუბარი იმაზე, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ში მონაწილეობის შანსი უჩნდებოდა.

განხილვა